კიევში მომხდარი თავდასხმის უკან რუსეთი დგას - უკრაინის შს სამინისტრო

კიევში მომხდარი თავდასხმის უკან რუსეთი დგას - უკრაინის შს სამინისტრო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის მრჩეველი ივან ვარჩენკო აცხადებს, რომ იგორ მოსიჩუკზე თავდასხმაში "რუსული კვალი არსებობს", ხოლო მისი მკვლელობით ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი იყო დაინტერესებული. ამის შესახებ ვარჩენკომ ტელეარხ "112 უკრაინას" განუცხადა.

მისი თქმით, კადიროვს შესაძლოა დეპუტატზე თავდასხმასთან კავშირი ჰქონდეს, ვინაიდან 2014 წელს ის მოსიჩუკს მოკვლით ემუქრებოდა.

"ვარიანტები ძალიან ბევრია, დამკვეთი კი ერთი - რუსეთი. არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, კონკრეტულად, რამზან კადიროვის მიერ 2014 წელს გაკეთებული განცხადებები, სადაც ის პირდაპირ ამბობდა, რომ მოსიჩუკის და ზოგიერთი მისი კოლეგის მოკვლას აპირებს. გამოძიება სხვა ვერსიებზეც მუშაობს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი პრიოტეტული სწორედ რუსი დამკვეთის შესახებ ვერსიაა", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ კიევში ტელეკომპანია "ესპრესოსთან" მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 3 ადამიანი, მათ შორის იგორ მოსიჩუკი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"