"ამ ბებომ დაკარგა საფულე... გთხოვთ მიაწვდინოთ ხმა" - ინტერნეტმომხმარებლები მოხუც ქალს ეძებენ

"ამ ბებომ დაკარგა საფულე... გთხოვთ მიაწვდინოთ ხმა" - ინტერნეტმომხმარებლები მოხუც ქალს ეძებენ

ინტერნეტმომხმარებელი სულხან წულაძე ფეისბუქ-საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. წულაძეს სურს იპოვოს მოხუცი ქალი, რომელმაც მის მაღაზიაში რამდენიმე დღის წინ საფულე დაკარგა. ამის ამსახველ ფოტოებს და მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს, სულხან წულაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ავრცელებს:

"პატივცემულო მეგობრებო, გთხოვთ გაავრცელოთ ეს ვიდეო. ამ ბებომ დაკარგა საფულე ჩემს მაღაზიაში 20 ოქტომბერს (მაღაზია მდებარეობს გლდანის ბაზართან). დღემდე ველოდებოდით იქნებ მოსულიყო და არ გამოჩნდა. დევს მხოლოდ თანხა და არანაირი საბუთი. არც თუ ისე ცოტა თანხაა და ბებო ინერვიულებდა. თუ ვინმეს გეცნობათ, გთხოვთ მიაწვდინოთ ხმა" - ვკითხულობთ წულაძის მიმართვაში.

თუ ვინმეს გეცნობათ მოხუცი ქალი, გთხოვთ მიაწოდეთ აღნიშნული ინფორმაცია

იხილეთ სათვალთვალო კამერის კადრები

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ