რა აკავშირებს რამზან კადიროვს კიევში მომხდარ ტერაქტთან?

რა აკავშირებს რამზან კადიროვს კიევში მომხდარ ტერაქტთან?

კიევში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების გარშემო, უკვე არაერთი ვერსია ვრცელდება... აფეთქების შედეგად უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, "რადიკალური პარტიის" წევრი იგორ მოსიიჩუკი დაიჭრა, დაიღუპა ორი ადამიანი. სამართალდამცავები მომხდარს ტერაქტად აფასებენ.

იგორ მოსიიჩუკმა ფეისბუქით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მასზე თავდასხმის დამკვეთები მოსკოვში სხედან, შემსრულებლები კი კიეველები არიან. დეპუტატის თქმით, ის სიკვდილს მცველის დამსახურებით გადაურჩა, რომელიც თავად დაიღუპა და 4 წლის შვილი დარჩა.

უკრაინის "რადიკალური პარტიის" ლიდერი, ოლეგ ლიაშკო მიიჩნევს, რომ იგორ მოსიიჩუკზე თავდასხმა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება და შესაძლოა, ორგანიზებული იყოს პოლიტიკური ოპონენტების მიერ. "ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ტერორისტული აქტია, რომელსაც უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ" - განუცხადა კიევში ჟურნალისტებს ოლეგ ლიაშკომ.

უკრაინის შს საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ივან ვერჩენკო აცხადებს, რომ მისი მოკვლით ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი იყო დაინტერესებული. მისივე თქმით, შესაძლოა მას ჰქონდეს დეპუტატის აფეთქებასთან კავშირი, რადგან 2014 წელს ემუქრებოდა... "გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, ვარიანტი ძალიან ბევრია, შემკვეთი - ერთი, - რუსეთი... "- აცხადებს ვერჩენკო.

2014 წლის ბოლოს, გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია, თუ როგორ ესვრის რამზან კადიროვი მოსიიჩუკის პორტრეტს... ასევე, ტელეკომპანია Россия 24-თან საუბრისას, მოსიიჩუკმა განაცხადა, რომ ძალიან მალე მოკლავენ მას და შემდეგ იტყვიან, რომ ეს კადიროვმა გააკეთა.

მომხდარის შემდეგ, თავის ფეისბუქ-გვერდზე კიდევ ერთ ვერსიაზე ისაუბრა ჩეჩენმა მოხალისე ამინა ოკუევამ, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს იგორ მოსიიჩუკთან. ამინა ოკუეა უკრაინული და რუსული საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, - ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ადამ ოსმაევის მეუღლეა, რომელსაც კიევში თავს დაესხნენ. თავდამსხმელი ოსმაევს ფრანგული გამოცემა Le Monde-ს ჟურნალისტად გაეცნო და ინტერვიუ სთხოვა. შეხვედრის დროს კი, იარაღი ამოიღო და ესროლა, თუმცა, საპასუხოდ თავდამსხმელს რამდენჯერმე ესროლა ოსმაევის მეუღლემ ამინა ოკუევამ.

ოკუევას თქმით, კადიროვი წლების განმავლობაში ემუქრებოდა რადას დეპუტატს და როგორც ჩანს, ხელსაყრელი მომენტი იპოვა...

მედიის ინფორმაციით, 2014 წელს ოსმაევი ჩეჩენ მოხალისეთა ბატალიონში ირიცხებოდა, რომლის წევრებიც დონბასში კონფლიქტის დროს უკრაინელის სამხედროების მხარეს იბრძოდნენ. მისი მეუღლე ამინა ოკუევა ასევე მოხალისე იყო, რომელიც პირადად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ცეცხლსასროლი იარაღით დააჯილდოვა...

ამ აფეთქებას ოკუევა კადიროვს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს კადიროვის გეგმაა, რომელიც რუსეთში შეადგინეს... 2014 წელს, რუსეთში უკრაინელი დეპუტატების, იური ბარეზის, ანდრეი ლევუსისა და იგორი მოსიიჩუკის წინააღმდეგ, ტერორიზმში მონაწილეობის ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მათ ჩეჩნეთში, გროზნოში, "პრესის სახლში" მომხდარი შეტაკების ორგანიზებაში ადანაშაულებდნენ, სადაც რუსეთის, მაშინდელი მედიის თქმით, "ანტიტერორისტულმა ცენტრმა ბოევიკების ლიკვიდირება შეძლო..."

უფრო ადრე, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა სამართალდამცველებს, ჩეჩნეთში მყოფი სამი უკრაინელი დეპუტატის დაკავების ბრძანება გასცა, რადგან მათ გროზნოში, პოლიციელებთან შეტაკებისას დაღუპული ტერორისტები საჯაროდ გაამართლეს და მათ თანამებრძოლებს მხარი დაუჭირეს..."

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე