"ტვიტერი" "Russia Today"-სა და "Sputnik"-ის ყველა სარეკლამო განცხადებას დაბლოკავს

"ტვიტერი" "Russia Today"-სა და "Sputnik"-ის ყველა სარეკლამო განცხადებას დაბლოკავს

"ტვიტერი" რუსული მედიასაშუალებების "Russia Today"-სა და "Sputnik"-ის ყველა სარეკლამო განცხადებას დაბლოკავს. ამის შესახებ "Business Insider"- ი წერს.

"ტვიტერმა" გადაწყვიტა "Russia Today"-სა და "Sputnik"-ის საკუთრებაში მყოფი პროფილებიდან რეკლამა დაბლოკოს. გადაწყვეტილება ძალაში უკვე შევიდა", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

"ეს გადაწყვეტილება ეფუძნება იმ სამუშაოს, რომელიც ჩვენ აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თემაზე ჩავატარეთ და აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "Russia Today" და "Sputnik"-ი რუსეთის მთავრობის დავალებით არჩევნებში ჩარევას ცდილობდნენ", - აღნიშნავენ კომპანიაში.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"