”ისლამური სახელმწიფო” პრინც ჯორჯის მოკვლით იმუქრება

”ისლამური სახელმწიფო” პრინც ჯორჯის მოკვლით იმუქრება

"ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერი ექსტრემისტები პრინც ჯორჯის სკოლაზე თავდასხმით იმუქრებიან. მათი განცხადებით, პრინცს საფრთხე იმ შემთხვევაშიც არ ასცდება, თუ ოჯახი მას მარტო არ დატოვებს.

ექსტრემისტებმა გზავნილი ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის შვილის ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნეს, სურათზე ჯორჯი სკოლის, ბეთერსის ფონზე დგას.

სურათს დაურთეს ამონარიდი ჯიჰადისტური სიმღერიდან : "როდესაც ომი იწყება ტყვიების მელოდიით, შურისძიების სურვილით თავს დავესხმით ურწმუნოებს".

ბეთერსისთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა და სკოლის მოსწავლეების მშობლები უსაფრთხოებაზე შიშობენ. პრინცი სკოლაში გასულ თვეს მივიდა.

ასევე, გასულ თვეს გავრცელდა ვიდეო, რომლის ავტორიც დადის სკოლის დერეფნებში და ამბობს, რომ მას გადაადგილებაში ხელს არავინ უშლის და დაცვა სკოლას, ფაქტობრივად, არ ჰყავს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"