ესპანეთის გენერალურმა პროკურორმა კატალონიის ყოფილი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ამბოხების მუხლით სარჩელი შეიტანა

ესპანეთის გენერალურმა პროკურორმა კატალონიის ყოფილი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ამბოხების მუხლით სარჩელი შეიტანა

ესპანეთის გენერალურმა პროკურორმა ხოსე მანუელ მასამ ესპანეთის უზენაეს სასამართლოში კატალონიის ყოფილი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ამბოხების მუხლით სარჩელი შეიტანა.

ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais იუწყება.

ესპანეთის გენერალური პროკურორის განმარტებით, სარჩელი შეტანილია კატალონიის მთავრობისა და პარლამენტის წევრების წინააღმდეგ, რომლებმაც კენჭი უყარეს კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციას.

ხოსე მანუელ მასას თქმით, ამ მომენტისთვის ის არ ითხოვს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას.

როგორც მან აღნიშნა, პირები, რომელთა წინააღმდეგ სარჩელია შეტანილი, ესპანეთის კონსტიტუციის სრული დარღვევით მოქმედებდნენ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"