უკრაინის შს მინისტრი - პარლამენტთან შეკრებილი ნაყარ-ნუყარის დაცვას აღარ ვაპირებთ

უკრაინის შს მინისტრი - პარლამენტთან შეკრებილი ნაყარ-ნუყარის დაცვას აღარ ვაპირებთ

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ქვეყნის პარლამენტთან გაძლიერებული დაცვის მოხსნის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ავაკოვმა "ტვიტერის" საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.

"სახელმწიფო რესურსების ხარჯვას და რადასთან შეკრებილი ამ ნაყარ- ნუყარის დაცვას აღარ ვაპირებთ. მე გავეცი ბრძანება პერიმეტრის დაცვის მოხსნის შესახებ", - დაწერა ავაკოვმა.

როგორც ცნობილია, პარლამენტის შენობის დაცვა 17 ოქტომბრის ღამეს, მიტინგის დაწყებამდე გააძლიერეს.

როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინის რადასთან აქციებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები მართავდნენ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"