საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ დოკუმენტები მისცეს, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტის უკანონო განკარგულების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
"როგორც იქნა, ბიუროკრატიულ და კლეპტოკრატიულ რეჟიმთან სამთვიანი ბრძოლის შემდეგ, ჩვენ შევძელით ჩემი მოქალაქეობის ჩამორთევის დოკუმენტის მიღება და პრეზიდენტის უკანონო განკარგულების გასაჩივრებაზე სარჩელის შეტანა", - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
მისივე თქმით, უკრაინის უზენაესმა ადმინისტრატიულმა სასამართლომ 22 ნოემბრისთვის ჩანიშნა აღნიშნული სარჩელის განხილვა.