საუდის არაბეთში 11 პრინცი დააკავეს, მათ შორის მილიარდერი, რომელიც ქონების გადაცემას ღარიბებისთვის აპირებდა

საუდის არაბეთში 11 პრინცი დააკავეს, მათ შორის მილიარდერი, რომელიც ქონების გადაცემას ღარიბებისთვის აპირებდა

საუდის არაბეთის სამართალდამცველებმა დააკავეს საუდის არაბეთის პრინცი ალ-ვალიდ ალ საუდი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი იბრაჰიმ ალ-ასაფდი. მათთან მიმართებაში გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი" იუწყება.

გუშინ, საუდის არაბეთის კორუფციასთან ბრძოლის უზენაესმა კომიტეტმა საუდის არაბეთის 11 პრინცის, ასევე, რამდენიმე ყოფილი და მოქმედი მინისტრის დაკავების სანქცია გასცა. ყველა მათგანი უკვე დაკავებულია. მათ ბრალად კორუფციული გარიგებები ედებათ. კერძოდ, ერთ-ერთ პრინცს ბრალად ედება იარაღის გაყიდვის არაკანონიერი გარიგების დადება, კიდევ ერთ პრინცს - არარსებული კონტრაქტების დადება, ასევე, ბრალდებებია წაყენებული ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით.

კორუფციასთან ბრძოლის უზენაესი კომიტეტი საუდის არაბეთის მეფის სალმანის ბრძანებით იყო შექმნილი. კომიტეტი უფლებამოსილია ჩაატაროს გამოძიება, გასცეს დაკავების ორდერი და ასევე ქვეყნის დატოვება აუკრძალოს ეჭვმიტანილებს.

პრინცმა ალ-ვალიდ ალ საუდიმ მსოფლიო მედიის ყურადღება მაშინ მიიპყრო, როცა მთელი თავისი ქონების ქველმოქმედებისთვის გაცემა გადაწყვიტა. საუდის არაბეთის პრინცის ქონება 32 მილიარდ დოლარს შეადგენდა და "ფორბსის" მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში 22-ე ადგილზე გახლდათ.

აღსანიშნავია რომ, პრინცმა ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზ ალ საუდმა თბილისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 300 000 აშშ დოლარი გამოყო.

იხილეთ ვიდეო

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"