ტეხასში სროლის შედეგად გარდაცვლილებს შორის 5 წლის ბავშვიც არის

ტეხასში სროლის შედეგად გარდაცვლილებს შორის 5 წლის ბავშვიც არის

ადამიანი, რომელმაც ტეხასში, საუთერლენდ სპრინგსში მდებარე ბაპტისტურ ეკლესიაში ცეცხლი გახსნა, მოგვიანებით, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, ინფორმაციას "სიენენი" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, სროლის შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაშავდა. გარდაცვლილები არიან 5-დან 72 წლამდე ასაკის ადამიანები, რომლებიც საკვირაო მსახურებას ესწრებოდნენ.

გარდაცვლილთა შორის არის ბაპტისტური ეკლესიის პასტორის, ფრენკ პოუმეროის 14 წლის შვილი.

სამართალდამცველებმა ჯერჯერობით არ იციან, რა მიზეზით გახსნა ცეცხლი თავდამსხმელმა პატარა ქალაქში, სადაც, როგორც ადგილობრივები ამბობენ, "ყველა ყველას იცნობს".

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ახალგაზრდა, თეთრკანიანი მამაკაცი იყო, მას შავი სამოსი ეცვა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"