მსახიობსა და მის მეგობარ გოგონას შორის ასაკობრივმა სხვაობამ სოცქსელები აღაშფოთა

მსახიობსა და მის მეგობარ გოგონას შორის ასაკობრივმა სხვაობამ სოცქსელები აღაშფოთა

52 წლის ინდოელ მსახიობს ახალგაზრდა მეგობარი გოგონას გამო სოციალურ ქსელებში ესხმიან თავს. მილინდ სომანსა და ბორტგამცილებელ ანკიტა კონვარს შორის ასაკობრივი სხვაობა 34 წელია, გოგონა 18 წლისაა.

გასულ კვირას მილინდას და ანკიტას ფოტოები, რომელიც ნორვეგიაში დასვენების დროს არის გადაღებული, ელვის სისწრაფით გავრცელდა სოციალურ ქსელებში.

წყვილი 4 თვეა ერთად არის. "ტვიტერის" მომხმარებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ გოგონა სომანს შვილად ერგება და იმის მიუხედავად, რომ ანკიტა უკვე სრულწლოვანია, მათ შორის რომანი ამორალურია.

თუმცა, სოცქსელების მომხმარებლების ნაწილი ამბობს, რომ მილინდი და ანკიტა ორი ზრდასრული ადამიანია და მათი გადასაწყვეტია, იქნებიან თუ არა ერთად.

მილინდ სომანი გლაზგოში დაიბადა, 7 წლის იყო, როდესაც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ინდოეთში, მუმბაიში გადავიდა.

მსახიობი ცოლს გაშორდა და მისი ახალი რომანი ტაბლოიდების განხილვის მთავარ თემად იქცა.

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება