არაბელა კუშნერი ჯერ მხოლოდ 6 წლის არის, თუმცა ახერხებს, ჩინეთში მისი ბაბუის, დონალდ ტრამპის საუკეთესო დიპლომატი იყოს.
აშშ-ს პრეზიდენტმა შვილიშვილის ვიდეო, რომელიც არაბელამ სპეციალურად ჩინეთის პრეზიდენტისთვის გადაიღო, ჩინეთში ჩაიტანა.
ჩანაწერში, რომელიც მოგვიანებით ჩინეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა, არაბელა სინ ძინპინსა და მის ცოლს ჩინურად ესალმება, შემდეგ კი - ჩინურ სიმღერას ასრულებს.
მედიის ინფორმაციით, ძინპინს არაბელას მისალმება ძალიან მოეწონა და იმედი გამოთქვა, რომ გოგონა ჩინეთს მალე ესტუმრება.
6 წლის არაბელამ პრეზიდენტის გარდა სოციალური ქსელების მომხმარებლებიც მოხიბლა. ისინი ივანკა ტრამპის ქალიშვილს ჩინურ მეტყველებას უწონებენ.
ივანკას ინფორმაციით, არაბელამ ჩინური ჩინელი ძიძისგან ისწავლა, რომელიც საკუთარ მშობლიურ ენას ბავშვს 1 წლის ასაკიდან ასწავლის.
მომზადებულია mashable.com-ის მიხედვით