მიიღებს თუ არა ვლადიმერ პუტინი მონაწილეობს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში

მიიღებს თუ არა ვლადიმერ პუტინი მონაწილეობს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობა-არმონაწილეობაზე საუბარი ნაადრევია.

"პასუხის გარეშე დავტოვებ ამ საკითხს. მივიღებ თუ არა მონაწილეობას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამაზე ვისაუბრებ, როდესაც დრო მოვა", - განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია 7-17 დეკემბრის პერიოდიდან იწყება. არჩევნების სავარაუდო თარიღი კი 2018 წლის 18 მარტია.

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია არჩევნებში მონაწილეობა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"