მიწისძვრის შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა,ქუჩაში დარჩენილები შველას ითხოვენ

მიწისძვრის შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა,ქუჩაში დარჩენილები შველას ითხოვენ

ერაყისა და ირანის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 400-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 7ათასზე მეტმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

მაშველები შენობების ნანგრევებში გადარჩენილების პოვნას ცდილობენ.

ყველაზე მეტი მსხვერპლი დასავლეთ ირანშია, ქალაქ სარპოლ-ე-ზაჰაბში, რომელიც საზღვრიდან 15 კმ-ს დაშორებით, ქერმანშაჰის პროვინციაში მდებარეობს.

ქალაქის მთავარი საავადმყოფო ძალიან დაზიანდა, ექიმებს დაშავებულების მკურნალობა ძალიან უჭირთ.

ირანული მედიის ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან ქალი და მისი რამდენიმე თვის შვილი ცოცხლები გამოიყვანეს, აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაციები.

რამდენიმე ქალაქში აღარ არის სასმელი წყალი, მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია. იმის გამო, რომ შენობების დიდი ნაწილი დანგრეულია, ცივ ამინდში ხალხს ქუჩაში უხდება ყოფნა. ისინი თავშესაფრებს ითხოვენ, ერთ-ერთი სამაშველო ორგანიზაციის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 70 ათასი ადამიანია ქუჩაში დარჩენილი.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 21.18 საათზე მოხდა, სიმძლავრემ 7.2 მაგნიტუდა შეადგინა.

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"