ზიმბაბვეში სამხედროებს ქვეყნის პრეზიდენტი რობერტ მუგაბე და მისი დაცვის წევრები მძევლად ჰყავთ აყვანილი, - ამის შესახებ გამოცემა News 24 იუწყება.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, მუგაბე თანამდებობიდან გადადგომისთვის მზად არის. მან ასევე მოითხოვა, რომ ჯარმა მის მეუღლეს ქვეყნის დატოვების საშუალება მისცეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზიმბაბვეში სამხედრო გადატრიალება მოხდა. სამხედრო ნაწილებიდან დედაქალაქ ჰარარეს მიმართულებით ჯავშანტექნიკის კოლონები დაიძრა. გავრცელდა ცნობები სამხედროების მიერ ტელეცენტრის დაკავების შესახებ.
ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ მათი ქმედებები ჰარარეში "მართვის სამხედრო გზით დაუფლებას" არ წარმოადგენს და "დამნაშავეების" წინააღმდეგ არის მიმართული.