რას მოასწავებს რუსეთის "განახლებული ჰუმანიტარული დახმარება" ლიბიაში?

რას მოასწავებს რუსეთის "განახლებული ჰუმანიტარული დახმარება" ლიბიაში?

რუსეთი ლიბიისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად ემზადება. საუბარია ლიბიის სამხრეთზე, სადაც რუსეთი თავისი საკონტრაქტო ძალებისა და ლიბიის შსს ძალებთან ერთად, ოაზის უბარიში, ასევე ქალაქებში, საბხასა და მარზუკში მედიკამენტებს შეიტანს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ლვა დენგოვას თქმით, "რუსეთი ხედავს, რომ მათ ისე ძალიან უჭირთ, პირველადი მოხმარების წამლებიც კი სჭირდებათ. მათ სჭირდებათ ინსულინი, კათეტრები, გასახვევი მასალა და ამგვარი რამ, რათა ისედაც კატასტროფული ვითარება კიდევ უფრო არ დამძემდეს და მოხუცები და ბავშვები უპატრონოდ არ დაიხოცონ". - წერს რუსი მაღალჩინოსანი.

ის ასევე საუბრობს უბარის მოსახლეობაზე, ტყვეობაში მყოფ მოხუცებზე, რომლებიც ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში ცხოვრობენ და რომელთაც, რუსული მედიის ინფორმაციით, მათ დახმარება სთხოვეს...

კონრეტულად, gazeta.ru-ს ცნობებით, დახმარება უკვე დაიძრა და ეს არ იქნება პირველი ეტაპი, რომელიც ლიბიაში რუსეთიდან ჩავა, - 2011 და 2012 წლებში, ამას ინტენსიური სახე ჰქონდა. ახლა კი ეს პროცესი ისევ განახლდება... გაეროს ბოლო მონაცემებით, ლიბიაში, სადაც 6,4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, 1, 3 მილიონს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება...

მას შემდეგ, რაც 2011 წელს, ლიბიაში მუამარ კადაფის რეჟიმი დაემხო, - საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო, - საერთაშორისო საზოგადოება ფაიეზ სარაჯას და ტობრუკში ბაზირებული ლიბიის ნაციონალური არმიის გენერალ ხალიფატ ხაფტარის ხელისუფლებას აღიარებს, თუმცა, სხვადასხვა მიზეზების გამო, ისინი ლიბიის მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებენ, დანარჩენ რეგიონებში კი, ხელისუფლებაში მოსვლის მსურველები საომარ მოქმედებებს არ წყვეტენ...

არასტაბილურობა, მუდმივი კონფლიქტები, არალეგალური იარაღის ბიზნესი, ტრეფიკინგი, – ასეთია ლიბია მას შემდეგ, რაც ნატოს მხარდაჭერილი აჯანყების შედეგად პოლკოვნიკი მუამარ კადაფი დაამხეს.

ადამიანთა ტრეფიკინგით დაკავებული პირები სარგებლობენ ლიბიაში შექმნილი იმ ქაოსით, რომელიც 2011 წელს დიქტატორ მუამარ კადაფის დამხობის შემდეგ გრძელდება და ცდილობენ გააფართოვონ თავიანთი დანაშაულებრივი საქმიანობა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის ბავშვების ტრეფიკინგის კუთხით მთელ მსოფლიოში ლიდერობს.

ამასთან, ლიბიიდან ევროპაში ჩასვლის მოსურნე მიგრანტების რაოდენობა ომის დასრულების შემდეგაც კი ყოველდღიურად მატულობს... ლიბიიდან იტალიაში წელს 60 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა, თუმცა, არსებობს სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, ძალიან დიდი ნაწილი სამშვიდობოს გასვლას ვერ ახერხებს - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ხმელთაშუა ზღვის გადაცურვის პროცესში, 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

დასავლური მედია "რუსეთის ამ ჰუმანურ აქტს" ეჭვის თვალით უყურებს - ასეთ მძიმე სიტუაციაში "ძნელი დასაჯერებელია, რუსეთი ლიბიაში მხოლოდ მედიკამენტებითა და სენტიმენტებით ჩადიოდეს", - წერს დასავლური მედია.

ისინი რუსეთის ჰუმანიტარული ტვირთების ობიექტური კომისიის მიერ გაკონტროლების აუცილებლობაზე საუბრობენ, - "წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, სულ ცოტა ხნის შემდეგ, კიდევ ერთი გაძლიერებული და ან სულაც ახალი ძალით დაწყებული საომარი კერა ვიხილოთ", - აღნიშნავს მედია.

ლალი პაპასკირი

AMBEBI. GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე