ოჰაიოელ კანონმდებელ ვეს გუდმენს, რომელიც მუდმივად ხმამაღლა საუბრობდა საკუთარ ქრისტიანულ რწმენაზე და ანტი ლგბტ შეხედულებებზე, სამსახურში მამაკაცთან სექსის დროს შეუსწრეს. ინციდენტის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა.
ვეს გუდმენი რესპუბლიკელი პოლიტიკოსია და დაქორწინებულია ქალზე, რომელიც აბორტის საწინააღმდეგო აქციის March for Life ერთ-ერთი ინიციატორია.
მემარჯვენე კანონმდებელს, რომელიც „ოჯახურ ღირებულებებს“ ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებდა, სექსი მამაკაცთან საკუთარ კაბინეტში ჰქონდა.
გუდმენი ამბობდა, რომ ქორწინება ბუნებრივი მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის შესაძლოა შედგეს.
პოლიტიკოსის გვერდები სოციალურ ქსელებში დახურულია.
მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით