პენტაგონის პერსპექტიულ გამოგონებათა პროექტირების სამმართველომ გააფორმა შეთანხმება სამ ამერიკულ კომპანიასთან, რომლებიც კვლევით სამუშაობს ვერტმფრენის "ადაპტური ხრახნის" შესაქმნელად დაიწყებენ. კონტრაქტის თანახმად, ახალი ტიპის ხრახნის ფრთებმა ფრენის გეომეტრიისა და სხვა პარამეტრების შეცვლა უნდა შეძლონ. რაც მთავარია, დაუშვებელია უკვე არსებული ხრახნის მოდიფიცირება, ანუ კომპანიებმა ხრახნი "თავიდან უნდა გამოიგონონ".
შეთანხმება დაიდო კომპანიებთან Boeing, Sikorsky და Bell-Boeing და პროეტი საერთო ჯამში 12,38 მილიონი დოლარით დაფინანსდა. თანხის ნაწილი კომპანიებს პროექტით დაინტერესებულმა აშშ-ის არმიამ, სამხედრო-საზღვაო ძალებმა და სამხედრო-საჰაერო ძალებმა გაიღეს.
ახალი ხრახნისადმი ძირითადი მოთხოვნაა, რომ 30%-ით გაიზარდოს მისი ტვირთამწეობის უნარი. ამასთან, 50 %-ით უფრო უხმაურო "ადაპტურმა ხრახნმა" უნდა უზრუნველყოს ვერტმფრენის ფრენის მანძილის 40%-ით გაზრდა, ხოლო მისი ვიბრაციის ხარისხი თითქმის 90%-ით ნაკლები უნდა იყო კლასიკურთან შედარებით.
ახალი ხრახნის შექმნის პროგრამა 2018 წლამდე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც წარმოდგენილ მოდელებს უკვე ახალი თაობის ვერტმფრენის შესაქმნელად გამოიყენებენ.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.