აფრიკის ყველაზე "დღეგრძელი" პრეზიდენტები

აფრიკის ყველაზე "დღეგრძელი" პრეზიდენტები

ზიმბაბვეს პრეზიდენტმა 40-წლიანი მმართველობის შემდეგ პოსტი დატოვა. საქმე ის არის, რომ მუგამბეს წასვლის შემდეგ, მაღალ თანამდებობებზე რჩებიან რამდენიმე "დღეგრძელი" აფრიკელი მაღალჩინოსნები... ყველა მათგანს განსხვავებული წარსული და ისტორია აქვს. ერთადერთი, რაც მათ აერთიანებთ, ხელისუფლებაში ყოფნის "ხანდაზმულობაა."

აფრიკაში, რამდენიმე ათეულწლიანი მმართველობა ახალი არ არის. არც რობერტ მუგაბეა ერთადერთი პოლიტიკოსი, ვინც პრეზიდენტის სავარძელში 40 წელი იჯდა... თითქმის ყველა პრეზიდენტი ქვეყნის სათავეში სამხედრო გადატრიალების შედეგად მოდიოდა, ასე ხდებოდა 70-იანი წლებიდან და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება...

ტეოდორ ობიანგ ნგემა მბასოგი ეკვატორული გვინეას პრეზიდენტია 1979 წლის 3 აგვისტოდან... ეს აფრიკელი ხანდაზმული პოლიტიკოსებისთვის რეკორდია. ქვეყნის ისტორიაში ისეთი შემთხვევა იყო, როდესაც ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ერთადერთ კანდიდატად იყრიდა კენჭს. ის ხელისუფლებაში, მისი დიქტატორი ბიძისთვის პრეზიდენტის სავარძლის წართმევის შედეგად მოვიდა. მან ფრანსისკო მასიასა ნგემა ღალატსა და რამდენიმე სამხედრო დანაშაულში "ამხილა" და სიკვდილით დასაჯა. 1996 და 2012 წლების არჩევნებში, ტეოდორომ ხმათა 97 და 97,5%-ით გაიმარჯვა.

1991 წელს კი, ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემაც ჩამოაყალიბა. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, რომ ეკვატორულ გვინეაში მისი პიროვნული კულტი შექმნილიყო. ადგილობრივი მედია მას ღმერთსაც ადარებს...

კამერუნის პრეზიდენტი პოლ ბიია, ქვეყანას 1982 წლის 6 ნოემბრიდან მართავს... 35 წლიანი მმართველობისთვის ის საკმაოდ კარგად მოემზადა, მისი ქვეყნის კვალობაზე (და არა მხოლოდ), ძალიან კარგი განათლება მიიღო, - მან საფრანგეთში, სორბონის უნივერსიტეტი დაამთავრა... 1982 წელს პოლ ბიამ მაშინდელი პრეზიდენტი აჰმად აჰიჯო შეცვალა, რომელიც შემდეგ სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა...

შემდეგ ის რამდენჯერმე გადაირჩიეს პრეზიდენტობის პოსტიდან, მაგრამ ყოველ ჯერზე კონკურენტებს დიდი უპირატესობით მოუგო. ბევრი მას დიქტატორს უწოდებს, თუმცა, ის საფრანგეთთან დღემდე კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს და პოლიტიკურ ლავირებასაც ახერხებს...

დენი სასუ-ნგესსო - კონგოს სახალხო რესპუბლიკას 1979 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მართავს, მან ჟოაკიმა იომბი-ოპანგის პრეზიდენტობა გააპროტესტა და ეს პოსტი თავად დაიკავა. ის ქვეყანას 1992 წლის 31 აგვისტომდე მართავდა... შემდეგ ის მცირე ხნით ჩამოშორდა პრეზიდენტის პოსტს, თუმცა, აქტიურ პოლიტიკაში რჩებოდა, - 1997 წლიდან კონგოს პრეზიდენტად ისევ დენი სასუ-ნგესო მოვიდა... 2002 წელს სასუ-ნგესო კვლავ აირჩიეს პრეზიდენტად ხმათა 90 პროცენტით. ჯერჯერობით ბოლო არჩევნებში კონგოში ისევ სასუ-ნგესო გახდა პრეზიდენტი.

მისმა მეგობრებმა ის კონგოს მემარცხენე პარტიის ლიდერადაც აღიარეს. დენი სასუ-ნგესოს ახლო ურთიერთობა ჰქონდა საბჭოთა კავშირთან, კონგოში სოციალიზმის მშენებლობასაც ხელმძღვანელობდა, თუმცა, იმავდროულად კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდა დასავლეთთან.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ახლო ურთიერთობა ჰქონდა მიხეილ გორბაჩოვნთან. ახალი გარემოებებისთვის ალღოს აღება არ გასჭირვებია, დემოკრატიული ცვლილებები გამოაცხადა და თავისუფალი არჩევნები დააანონსა. მან ოპონენტებს დაუთმო არეალი და ქვეყნის პრეზიდენტი პასკალ ლისაბონე გახდა, რომელთან დაპირისპირების შედეგად, ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო.

ანგოლქს დახმარებით, ამ დაპირისპირებაში ისევ დენი სასუ-ნგესომ გაიმარჯვა და ხელისუფლებაში დაბრუნდა. მრავალპარტიული სისტემის მიუხედავად, მან მაინც შეძლო მთლიანი ძალაუფლება მის ხელში მოქცეულიყო.

ომარ ჰასან აჰმად ალ-ბაშირი სუდანის პრეზიდენტს პოსტზე 1993 წლის 16 ოქტომბერს მოვიდა. პროფესიონალი მეომარი ქვეყნის სათავეში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად 1989 წელს მოვიდა. შედეგად, სუდანში რამდენიმე სისხლისმღვრელი კონფლიქტი მოხდა და მათ შორის, ყველაზე სისხლიანი იყო, დერფურის ბრძოლა, სადაც 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

საერთაშორისო ორგანიზაციები იმ ტრაგედიას ალ ბაშარს უკავშირებდნენ და მას გენოციდში ადანაშაულებდნენ. მის დასაპატიმრებლად ორდერიც იყო გაცემული. დასავლელი ჟურნალისტები მას თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ დიქტატორად ასახელებენ... ალ-ბაშირმა საპრეზიდენტო არჩევნებში სამჯერ, 1996, 2000 და 2010 წლებში დიდი პროცენტული მაჩვენებლით გაიმარჯვა...

იოვერი კაგუტა მუსევენი უგანდას პრეზიდენტობის სათავეში 1986 წლის 29 იანვარს მოვიდა და ქვეყნის სათავეში 31 წლის განმავლობაში იყო. ის მდიდარი ოჯახიდან იყო, მარქსისტულ იდეებს იზიარებდა და წლების განმავლობაში იდი ამინას დიქტატორულ რეჟიმს ებრძოდა... დიქტატორული რეჟიმის დამხობის შემდეგ, სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა უკვე ერთმანეთში დაიწყეს ბრძოლა, რაც სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

იოვერი კაგუტა მუსევენიმ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეკონომიკური რეფორმები გაატარა, რომელმაც მნიშვნელოვნად გააძლიერა უგანდა. ოპოზიციის მხრიდან პრეტენზიების მიუხედავად, მუსევენი მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამის შედეგია მისი ბოლო გამარჯვება, - 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან საკმაოდ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"