ევროპა, ამერიკა და რუსეთი წინასაახალწლოდ აეროპორტების გაძლიერებულ დაცვას შეუდგნენ

ევროპა, ამერიკა და რუსეთი წინასაახალწლოდ აეროპორტების გაძლიერებულ დაცვას შეუდგნენ

მსოფლიო წინასაახალწლოდ, აეროპორტების გაძლიერებულ დაცვას შეუდგა. დასავლური მედიის ინფორმაციით, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყნის ანტიტეტორისტული სამსახურები, უსაფრთხოებასა და დაზვერვას გააძლიერებენ, რათა შობისა და ახალი წლის დღეებში ახალ-ახალი ტრაგედიები არ დაუშვან.

რუსული მედიის ინფორმაციით, - ვინაიდან ტერორიზმის საფრთხე იქაც საკმაოდ მწვავედ დგას, ევროპის წამყვან ქვეყნებს არც რუსეთი ჩამორჩა, - რუსული ავიაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ნერადკოს განცხადებით, - ისინი რეალურად აფასებენ ქვეყანაში არსებულ ტერორიზმის საფრთხეს და ანტიტერორისტულ დაცვას გააძლიერებენ, ასევე, თვალყურს მიადევნებენ, აეროპორტის თანამშრომლებმა სამუშაო დროს სპირტიანი სასმელი არ მიიღონ.

ნერადკოვის თქმით, აეროპორტის დაცვის სამსახურის განყოფილების უფროსებს, უკვე დაეგზავნათ გაფრთხილება, 25 ოქტომბრიდან, 8 იანვრამდე არ ისარგებლონ საახალწლო შვებულებით. იგივე მიმართვა აეროპორტების ხელმძღვანელებმაც მიიღეს. "საკუთარი და მსოფლიო მწარე გამოცდილებიდან ვიცით, რომ ეს პერიოდი ტერორისტებისთვის ძალიან ხელსაყრელია და არ უნდა დავუშვათ, რომ რამე გამოგვეპაროს. რუსეთის ფედერაციაში, უსაფრთხოების სისტემების მიერ ჩატარდება მასობრივი შემოწმება...",- აცხადებს ის.

ამავდროულად, რუსული ავიაციის შეფი აპირებს, მედია კამპანიის ჩატარებას, რომლის ფარგლებშიც, ნებისმიერ მგზავრს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, საეჭვო ვითარების დროს როგორ მოიქცეს. ეს იქნება ერთგვარი სტიმული, რათა მათივე დახმარებით მოხდეს პრევენცია.

"უკვე დაწყებულია აეროპორტების ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეოკამერების და სიგნალიზაციების შემოწმება. საჭიროდ ჩავთვალეთ ამ დღეებში ტექნიკური სერვისის გაუმჯობესება და დამატება... გარდა ამისა, რუსული ავიაციის თანამშრომლები სპეციალურ ინსტრუქციებს იღებენ ანტიტერორისტული სამსახურისგან.

უფრო ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უცხოეთში მყოფი თავის მოქალაქეებს, რომლებიც ევროპასა და ამერიკაში იმყოფებიან, მოუწოდა, საშობაო და ახალი წლის დღეებში დიდ ქალაქებში მასობრივი თავშეყრის ადგილებს მოერიდონ. იგივე გამაფრთხილებელი განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო მთავრობამ თავის მოქალაქეებსაც მოუწოდა.

რამდენიმე დღის წინ, იგივე პრობლემაზე საუბრობდა თეთრი სახლიც, რომლის თქმითაც ანტიტერორისტულმა ძალებმა თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა შეძლონ და თავიანთი მოქალაქეების, ემიგრანტებისა და ქვეყნის სტუმრების უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნონ.

რუსული მედიის ცნობით, ვითარებას ართულებს ზამთრის მოახლოება, რაც ნიშნავს, რომ არდადეგების დადგომასთან ერთად, ადგილობრივ მოქალაქეებს დასვენების დღეების გატარება უცხოეთში მოუწევთ, რაც, როგორც წესი, მგზავრების რაოდენობას მნიშვნელოვნად ზრდის. "მთავარი დატვირთვა დააწვება ვნუკოვოს, დომოდედოვოს და შერემეტევოს აეროპორტებს, რომლებშიც ძალიან ბევრი ბავშვი იქნება და რომლებიც მოსკოვში, კრემლის დარბაზში საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე იქნებიან მიწვეული... ამას ემატება დეკემბრის პროგნოზი, რომლის თანახმადაც, მთელი დეკემბრის განმავლობაში "სველი თოვლი" და რთული მეტეოროლოგიური პირობებია მოსალოდნელი.

"ყველასთვის ცნობილია, რომ ზამთარში, აეროპორტის თანამშრომლები გასათბობად, პირდაპირ სამუშაო საათებში ალკოჰოლურ სასმელებს მოიხმარენ, ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, სრულად გაკონტროლდეს მათი მდგომარეობა და აეროპორტის ყველა თანამშრომელი იმ დღეების განმავლობაში ფხიზელი იყოს," - წერს ნედკოვი.

ლალი პაპასკირი

AMBEBI. GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე