სამხედრო ექსპერტი: "როგორც ჩანს, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ საცხოვრებელში იარაღი ინახებოდა და ამიტომ დაიწყეს ამ ტიპის ოპერაცია"

სამხედრო ექსპერტი: "როგორც ჩანს, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ საცხოვრებელში იარაღი ინახებოდა და ამიტომ დაიწყეს ამ ტიპის ოპერაცია"

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სამართალდაცველებმა შტურმი დაიწყეს. როგორც AMBEBI.GE-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სპეცრაზმი ცდილობს საცხოვრებელი კორუსის ბინაში შეღწევას, თუმცა არსებული ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები წინააღმდეგობის გაწევას კვლავ განაგრძობენ.

საცხოვრებელი ბინის ფანჯრებიდან ისინი ხელყუმბარებს ისვრიან. კორპუსი, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები იმყოფებიან, სამართალდამცველებს ალყაში აქვთ მოქცეული. არის ორმხრივი სროლა.

ერთ-ერთი ადგილობრივი ფეისბუქის გვერდზე, მიმდინარე სპეცოპერაციას ეხმაურება და მედიას მიმართავს: "გასაგებია, რომ ვითარებას აშუქებთ, მაგრამ არ შეიძლება ყველა დეტალი, სპეცრაზმელებისა და სამართლამდცველების გადაადგილება პირდაპირ ეთერში გადაცემით, უნებურ ინფორმატორებად იქცევით, მაგაზე არ ფიქრობთ?.. ისინი ორი წელია აქ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და როგორც ჩვენ ვცნობთ, ყველა კორპუსის ფანჯარას, ეზოს მონაკვეთსა და ნებისმიერ ადგილს, ისე ცნობენ ისინიც და ამით გზას უკვალავთ ფაქტობრივად..." - წერს ადგილობრივი. 

მედიის მხრიდან სპეცოპერაციის გაშუქების თემას გამოეხმაურა ექსპერტი სამხედრო უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიაც, რომელმაც შესაბამის უწყებებს მოუწოდა, სასწრაფოდ შეწყვიტონ პირდაპირ ეთერში სპეცრაზმელების დისლოკაციისა და საბრძოლო ტექნიკის გადაადგილების ჩვენება.

"მე როგორც ამ დარგის პროფესიონალი, მივმართავ ჟურნალისტებს, არ შეიძლება დაანსონსო შტურმის დაწყება, აჩვენო ჩასაფრება, სპეცრაზმის გადაადგილებაც, სამხედრო ტენიკა რომელი მიმართულებით შევიდა... ცნობისთვის, ის სავარაუდო ტერორისტები, ძალიან სახიფათო, კარგად გაწვრთნილ-მომზადებული არიან და რა თქმა უნდა, ექნებათ საკომუნიკაციო საშუალება და შესაბამისად ინფორმაცია, იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და ამ დისლოკაციების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ვაწვდით...

ბოლოს, სნაიპერების შესვლა და ჩასაფრების ადგილიც კი აჩვენეს ტელევიზიებმა... ძალიან სახიფათო ოპერაციაა, გაურკვეველია ტერორისტების რაოდენობა, არსებული საფრთხის დონე გამოკვეთილი და დაზუსტებული არ არის და ამ დროს ტერორისტებს ზუსტი კარტბლანში ეძლევათ" - ამბობს ექსპერტი AMBEBI.GE-სთან საუბარში და იმედოვნებს, რომ შესაბამისი უწყებები ამ საფრთხეს გაითვალისწინებენ.

კითხვაზე, თუკი, აღნიშნული პირები, ვისი აყვანის ოპერაციაც მიმდინარეობს, ამდენი ხანია ამ კორპუსში ცხოვრობენ, რატომ არ ჰქონდათ შესაბამის სტრუქტურებს მათგან მომავალი საფრთხის შესახებ ინფორმაცია, ამას ექსპერტი გამოუცდელობით ხსნის...

"მიმართულება, რომელიც ახლა, სავარაუდოდ იკვეთება, ტერორიზმს ვგულისხმობ, მიმაჩნია, რომ ასეთი განცხადებისგანაც კი უნდა შეეკავებინათ თავი, რადგან სპეცოპერაცია ჯერ არ დასრულებულა, ეჭვმიტანალები, ჯერ დაკავებული და მით უფრო, ლიკვიდრებული არ არიან და გაურკვეველია, რამდენი არიან და როგორ არიან განლაგებული... როგორც ჩანს, სპეცსამსახურებს მიუვიდათ ინფორმაცია, რომ იმ კონკრეტულ სახლში, საეჭვო ტიპის ადამიანები ცხოვრობდნენ, რა დონის ინფრომაციას ფლობენ ისინი, ეს ცალკე საუბრის საკითხია, რადგან ამ დონის სპეცოპერაცია დაიწყეს, საკმაოდ სერიოზული ინფორმაცია აქვთ...

სხვა საკითხია ტერორისტების გამოვლენა, რაც ძალიან რთული ფენომენია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ადრე არ იყვნენ ამ საქმეში ეჭვმიტანილი, - კონტრტერორისტული და ანტიტერორისტული ოპერაციები განსხვავდება. კონტრტერორისტულია, როდესაც ხდება სამხედროების გამოყენება, კონკრეტული შეიარაღებული ჯგუფის წინააღმდეგ. ანტიტერორისტულია, როდესაც ტერორისტების განეიტრალება ხდება, სპეცსამსახურების ხაზით...

როგორც ჩანს, ასეთი ტიპის ოპერაციის დროს, ყველა მომენტი ვერ გაითვალისწინეს, რადგან, შესაბამისი გამოცდილება არ გვაქვს. ტერორისტებს შესაბამისი უნარები საკმაოდ მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული... როგორც ჩანს, ჩვენს შესაბამის სამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია, მათ საცხოვრებელში იარაღი ინახებოდა ან სხვა რაღაც და ამიტომ მოხდა ამ ტიპის ოპერაციის დაწყება..." - აცხადებს ვახტაგ მაისაია AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე