"დარჩა უსაყვარლესი მეუღლე და ტყუპი ვაჟკაცი..." - რას წერენ "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად დაღუპულ ერთ-ერთ ახალგაზრდაზე

"დარჩა უსაყვარლესი მეუღლე და ტყუპი ვაჟკაცი..." - რას წერენ "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად დაღუპულ ერთ-ერთ ახალგაზრდაზე

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი ხანძრის დროს, სასტუმროს სავარჯიშო დარბაზის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ისინი კვამლმა გაგუდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაღუპულთა ახლობლებმა განუცხადეს, დაღუპულებიდან 8 ლიფტში იპოვეს, 1 - აუზში, 2 კი სასტუმროს სავარჯიშო დარბაზში.

ყველა დაღუპული მამაკაცია, მათგან 10 საქართველოს, ხოლო 1 - ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა.

ცნობილი ხდება რამდენიმე დაღუპულის სახელი და გვარი: მარად შანთაძე, ზაურ აბულაძე, გიორგი ცინცაძე, დათო ქამადაძე, როინ ჯოყილაძე, დავით ლორთქიფანიძე, ბექა შათიკაშვილი (ეს უკანასკნელი დაღუპულებს შორის ყველაზე ახალგაზრდა - 22 წლისაა, ის ბათუმში სასულიერო სემინარიის სტუდენტი იყო და ღვთისმშობლის ტაძარში სტიქაროსნად მსახურობდა).

წაიკითხეთ: "ლეო გრანდში" გარდაცვლილების ვინაობა ცნობილია - 6 მამაკაცი სასტუმროს ფიტნეს-დარბაზში სავარჯიშოდ იყო მისული

ერთ-ერთი დაღუპულის შესახებ განცხადება ვრცელდება სუპერმარკეტების ქსელ "ნიკორას" ფეისბუქის გვერდზე. დაღუპული გიორგი ცინცაძე "ნიკორას" თანამშრომელი იყო, მას მეუღლე და ტყუპი ვაჟი დარჩა. გიორგი ერთ-ერთი ტაძრის სტიქაროსანი იყო.

"ბათუმის სასტუმრო "ლეოგრანდში" გუშინდელ ხანძარს ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური და სიცოცხლით სავსე ადამიანის, გიორგი ცინცაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ის განსაკუთრებული ადამიანი იყო, ყველასგან გამორჩეული. მისი გარდაცვალება ჩვენი გუნდის დიდი დანაკლისია. მადლობა მას ჩვენს კომპანიაში, დაუღალავი და კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის.

გიორგის დარჩა უსაყვარლესი მეუღლე და ტყუპი ორი ვაჟკაცი. ვუსამძიმრებთ ყველა მის ოჯახის ახლობლებს.

გიო, არც კი გვჯერა ამას რომ შენს შესახებ ვწერთ. შენ მუდამ დარჩები ყველა ჩვენგანის მეხსიერებაში, როგორც გამორჩეულად გულთბილი, მუდამ მომღიმარი და ყველასათვის საყვარელი "ცინცო". სამარადისო სასუფეველი შენ!!!" - ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხეთ: "ერთმა დედას დაურეკა, მიშველე ვიხრჩობიო..." - რას ყვებიან ბათუმის სასტუმროში გარდაცვლილების შესახებ ახლობლები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს