ავტორი:

"ვამბობდი: 2 შვილი მყავს, არ უნდა მოვკვდე-მეთქი" - ავარიის გამო შეცვლილი ცხოვრება და ხალისიანი შშმ პირის საოცარი ოპტიმიზმი

"ვამბობდი: 2 შვილი მყავს, არ უნდა მოვკვდე-მეთქი" - ავარიის გამო შეცვლილი ცხოვრება და ხალისიანი შშმ პირის საოცარი ოპტიმიზმი

ავარიის შემდეგ ბევრი რამის სწავლა თავიდან მოუხდა. მარტოხელა დედა იყო, 2 შვილი ჰყავდა მოსავლელი და ცდილობდა დამოუკიდებლად, ცალი ხელით გაეკეთებინა ყველაფერი. დარწმუნდა, რომ თურმე, ყველანაირი შიშის დაძლევა შეიძლება. ჯერ კიდევ ვერ დაუჯერებია, ბოლო 2 წლის მანძილზე ფიზიკურსა თუ სულიერ ტკივილებს როგორ მოერია და გადარჩა... მოინდომა და ყველა სირთულე დაამარცხა...

უამრავი პრობლემა აქვს- ვერ შოულობს სამსახურს; ყოველი თვის ბოლოს ფიქრობს, როგორ გადაიხადოს ბინის ქირა; არ იცის, მეორე დღეს რითი იარსებოს, მაგრამ არასდროს წუწუნებს.- უბედურებაზე ადვილი არაფერია. ბევრი მიზეზი მაქვს, ცუდად რომ ვიგრძნო თავი, მაგრამ უფრო მეტი მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ "ხელმეორედ დაბადებულმა" სიცოცხლის მშვენიერება მთელი ძალით შევიგრძნო. შეუძლებელი არაფერია, მთავარია, გჯეროდეს და გწამდესო,- ამბობს 34 წლის შშმ პირი სალომე გოგეშვილი, რომელსაც ახლოს თუ გაიცნობ, საკუთარ შეუზღუდავ შესაძლებლობებში უფრო შეგეპარება ეჭვი ადამიანს.

- ბედის სამდურავი როგორ არ წამომცდენია, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ უფალმა უკეთესად იცის, ვის მოუვლინოს განსაცდელი. ჩემმა მდგომარეობამ მართალია, მიწაზე დამანარცხა, მაგრამ მომცა განვითარების მეტი შესაძლებლობა, ბევრ რამეზე დამაფიქრა და ახალი გზები მაჩვენა. ადრე სულ სხვანაირი ვიყავი. მარტივად მწყინდა, მერე ამ წყენას გულში ვიდებდი და ადვილად ვერ ვპატიობდი შეცდომებს. ახლა, როდესაც ადამიანები ცუდად იქცევიან, ძველებურად სამდურავს კი არ ვეუბნები მათ, არამედ ვცდილობ, გავიგო მიზეზი, რატომ მატკინეს გული და რატომ არ შეეძლოთ უკეთესად მოქცევა. მე შემიძლია სიბნელეში სინათლე შევიტანო! მე ეს შემიძლია და მგონია, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უნდა გაფანტო სიბნელე.

- მომიყევი, როგორ ცხოვრობდი ავარიამდე?

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. მართლაც უდარდელი, ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ვმღეროდი, გამოვდიოდი კონცერტებზე, სილამაზის კონკურსებში ვმონაწილეობდი. არაჩვეულებრივი ბებია და ბაბუა მყავდა. მათი დამსახურებაა, ჩემში ამდენი სიყვარული რომ არის. მეცხრე კლასის დასრულებისთანავე ჩავაბარე კონსერვატორიის ათწლედში, ვოკალის განხრით და იმ წელს გავთხოვდი კიდეც- მომიტაცეს. ჩემი ქმარი მაშინ 16 წლის იყო, მე- 14-ის. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. ბავშვი უცებ, ქალად ვიქეცი და ოჯახური ცხოვრება დავიწყე. მომწონდა კიდეც სახლში ფუსფუსი და მიხაროდა, სადილების მომზადებას რომ ვსწავლობდი. 16 წლისას შემეძინა მარიამი. ვერაფერს შევადარებ დედობას, ეს საოცარი გრძნობაა... ახლა მარიამი 18 წლისაა, დავსხდებით ხოლმე და ერთად ვგეგმავთ ყველაფერს, როგორც მეგობრები. მეორე გოგონა, სოფიო კი 11 წლისაა... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ