"ჩატაევი აპირებდა ჩამოსვლას..." - ვის მიმართეს საქართველოში საერთაშორისო ძებნილის წარმომადგენლებმა

"ჩატაევი აპირებდა ჩამოსვლას..." - ვის მიმართეს საქართველოში საერთაშორისო ძებნილის წარმომადგენლებმა

კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტის უმარ იდიგოვის თქმით, დაახლოებით 2 თვის წინ დაუკავშირდნენ ახმედ ჩატაევის წარმომადგენლები და უთხრეს, რომ მას უნდა საქართველოში ჩამოსვლა. ამის შესახებ იდიგოვმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჩატაევს შეუთვალა, რომ საქართველოში ჩამოსვლისგან თავი შეეკავებინა.

"ჩატაევი აპირებდა ჩამოსვლას. მე მომმართეს მისმა წარმომადგენლებმა, დაახლოებით 2 თვის წინ და მითხრეს, რომ უნდა საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ამის შანსი არ არის-თქო. ადამიანი საერთაშორისო ძებნილია ინტერპოლით და საქართველო ჩეჩნების გამო ბეწვის ხიდზეა ისედაც. ამიტომ შევუთვალე, რომ აქ ჩამოსვლისგან თავი შეეკავებინა", - განაცხადა იდიგოვმა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი შესაძლოა აჰმედ ჩატაევი იყოს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ყოფილმა სამხედრო ინსტრუქტორმა დავით მაკიშვილმა გაავრცელა. მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა: "ჩემი ინფორმაციით, ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ახმედ ჩატაევი და მისი დაცვის წევრები..."

2015 წელს ცნობილი გახდა, რომ ჩატაევმა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს მუქარის შემცველი აუდიო-ჩანაწერი გამოუგზავნა. "ცალხელა "ვერბოვშიკი" - ასე იხსენიებს მას რუსული მედია, რომლის ცნობითაც, 2016 წლის 28 ივნისს, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერაქტი, რა დროსაც 43 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა, ჩატაევის დაგეგმილი იყო. არსებული ინფორმაციით, ტერორისტულ აქტში, სულ 8 ადამიანი მონაწილეობდა, თურქული მედიის ინფორმაციით, ორგანიზატორი, სწორედ ჩეჩენი ახმედ ჩატაევი იყო  წაიკითხეთ ვრცლად: რა ვიცით აჰმედ ჩატაევზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ