"თბილისში ახმედ ჩატაევი დაიღუპა, ამაში ახლა დარწმუნებული ვარ"

"თბილისში ახმედ ჩატაევი დაიღუპა, ამაში ახლა დარწმუნებული ვარ"

"თბილისში სპეცოპერაციისას მოკლული ერთ-ერთი პირი ნამდვილად ახმედ ჩატაევია" - ამის შესახებ გამოცემა "კავკაზსკი უზელ"-ის კორესპონდენტს კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტმა უმარ იდიგოვმა განუცხადა.

"თბილისში ახმედ ჩატაევი დაიღუპა, ახლა ამაში დარწმუნებული ვარ... ამის შესახებ მე მისი ახლობლებისგან გავიგე. მე არ მოველოდი, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში ჩატაევი მე არ დამიკავშირდებოდა. ჩვენ ახლო ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ რატომღაც ის მე არ დამიკავშირდა", - განაცხადა უმარ იდიგოვმა.

იდიგოვის თქმით, მან არ იცოდა, რომ სპეცოპერაციის დროს ბინაში ჩატაევი და ორი დაღესტნელი იყვნენ, ვინაიდან ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან მოლაპარაკებები არ გამართულა.

"ძალოვნებმა მსხვილკალიბრიანი იარაღი გამოიყენეს და უარი თქვეს სროლის შეწყვეტაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეთანხმება აუცილებლად იქნებოდა მიღწეული. ტერორიზმში ეჭვმიტანილებს საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სერიოზული გეგმები არ ჰქონდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სახლის მობინადრეებს მძევლად აიყვანდნენ და საკუთარ მოთხოვნებსა და ულტიმატუმს დააყენებდნენ", - ამბობს იდიგოვი.

წაიკითხეთ მეტი: რა ვიცით აჰმედ ჩატაევზე, რომელიც დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ