რუსულ ტელეარხს Russia Today აშშ-ის კონგრესში აკრედიტაცია გაუუქმეს

რუსულ ტელეარხს Russia Today აშშ-ის კონგრესში აკრედიტაცია გაუუქმეს

რუსულ ტელეარხ Russia Today-ს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში აკრედიტაცია მას შემდეგ გაუუქმეს, რაც ტელეკომპანია ქვეყანაში, როგორც უცხოური აგენტი, ისე დაარეგისტრირეს.

ამის შესახებ აშშ-ს კონგრესში რადიო და ტელევიზიის კორესპონდენტების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა კრეიგ კეპლენმა განაცხადა.

"აღმასრულებელმა კომიტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება Russia Today-ს კორესპონდენტებისთვის აკრედიტაციის გაუქმების შესახებ. აღნიშნული ნაბიჯი განპირობებულია იმ ფაქტით, რომ კომპანია T&R Productions, LLC (T&R), რომელიც Russia Today-ს ამერიკის განყოფილებას ემსახურება, დარეგისტრირებული იყო, როგორც უცხოური აგენტი“, - აღნიშნა კრეიგ კეპლენმა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში.

კრეიგ კეპლენმა ასევე მოუწოდა Russia Today-ს კორესპონდენტებს, კონგრესის საშვები უკან დააბრუნონ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"