მოკლული ბიჭის მამამ სასამართლოში ყუმბარები ააფეთქა და ადგილზე გარდაიცვალა

მოკლული ბიჭის მამამ სასამართლოში ყუმბარები ააფეთქა და ადგილზე გარდაიცვალა

უკრაინაში, ქალაქ ნიკოპოლის სასამართლოში ორი ყუმბარა აფეთქდა. თავდასხმა პროცესის დროს 2016 წელს მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის მამამ განახორციელა. მისი შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს და დღეს სასამართლოში სწორედ ამ საქმეზე მიმდინარეობდა პროცესი.

"მამაკაცი, ვინც თავდასხმა განახორციელა, ადგილზე გარდაიცვალა, ახლა სასამართლოში სამართალდამცველები მუშაობენ," - განაცხადა ეროვნული პოლიციის წარმომადგენელმა ანა სტარჩევსკაიამ.

აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, საჭირო გახდა მათი სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია.

საავადმყოფოში გადაყვანილებიდან ორს ოპერაცია უტარდება, მათი მდგომარეობის შესახებ სტარჩევსკაიას ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ აქვს. 

მომზადებულია unian.net-ის მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"