ხორავას ქუჩაზე მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით, რომელსაც ორი მოსწავლე ემსხვერპლა, 16 წლის ბიჭი დააკავეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით, რომელსაც ორი მოსწავლე ემსხვერპლა, 16 წლის ბიჭი დააკავეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით შს სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს თბილისში, აკ. ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო: ხორავას ქუჩაზე მოსწავლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

სამართალდამცველებმა გ.ბ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. რაც შეეხება, ამავე შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი დ.ს.-ს დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლით)",- ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხეთ: რას ჰყვება ჩხუბის დროს მოკლულ მოსწავლეზე თანაკლასელი - "ის უბრალოდ გამშველებელი იყო..."

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ