გერმანიის ქალაქ ჰანოვერში, სადაც მემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყრილობა მიმდინარეობს, პოლიციამ პარტიის მოწინააღმდეგეთა დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. ამის შესახებ გაზეთი Die Welt იუწყება.
პოლიციის წარმომადგენლის თქმით, აქცია ადგილობრივი დროით 07:00 საათზე დაიწყო. დემონსტრანტებმა რამდენიმე საავტომობილო გზა გადაკეტეს. გარდა ამისა, პოლიციელებზე თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
გასული საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საკუთარ ისტორიაში პირველად გერმანიის პარლამენტში მოხვდა.