სააკაშვილის სახლთან სროლის ხმა გაისმა, პოლიციამ ძალა გამოიყენა

სააკაშვილის სახლთან სროლის ხმა გაისმა, პოლიციამ ძალა გამოიყენა

მიხეილ სააკაშვილის სახლთან პოლიციასა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა ძალა გამოიყენეს, ინფორმაციას უკრაინული სააგენტო "უნიანი" ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო: რა ვითარებაა ამჟამად მიხელ სააკაშვილის სახლთან, სადაც ექს-პრეზიდენტი დააკავეს

შეტაკებისას, საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რამდენიმე გასროლის ხმაც გაისმა. დაკავებულია ერთი ადამიანი, მას ხელი აქვს დაზიანებული.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. ის საათზე მეტ ხანს სახლის სახურავზე იმყოფებოდა და გადახტომით იმუქრებოდა. პოლიციამ ის შენობიდან გამოიყვანა და მიკროავტობუსში მოათავსეს, თუმცა ტერიტორიის დატოვებას ვერ ახერხებენ, სააკაშვილის მხარდამჭერები სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევენ. 

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"