ფრაქცია "პეტრო პოროშენკოს ბლოკი" - რადაში გენერალური პროკურორი სააკაშვილზე სენსაციურ მასალებს მოიტანს

ფრაქცია "პეტრო პოროშენკოს ბლოკი" - რადაში გენერალური პროკურორი სააკაშვილზე სენსაციურ მასალებს მოიტანს

უკრაინის პარლამენტში "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" ფრაქციაში განაცხადეს, რომ დღეს პარლამენტში გენერალური პროკურორი იური ლუცენკო მიხეილ სააკაშვილზე სენსაციურ მასალებს გააჟღერებს.

ერთ-ერთი დეპუტატის განცხადებით, "დღეს იური ლუცენკო ბევრ საინტერესო მასალას მოიტანს მიხეილ სააკაშვილის საქმიანობაზე".

როგორც გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" წყაროზე დაყრდნობით იუწყება, საქმე ეხება ვიდეომასალას, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იანუკოვიჩისდროინდელ ოლიგარქს სერგეი კურჩენკოს ხვდება.

"პეტრო პოროშენკოს ბლოკის" დეპუტატის სერგეი ბერეზენკოს თქმით, ამ მასალებს სენსაციური ხასიათი აქვს და მიხეილ სააკაშვილის აქციების დაფინანსების წყაროს ეხება.

"ამ აქციების დამფინანსებლების ვინაობა სერიოზული სიურპრიზი იქნება უკრაინისთვის", - დასძინა მან.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"