კიევში სააკაშვილის მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება გრძელდება - ბოლო ცნობები ევროპის მოედნიდან

კიევში სააკაშვილის მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება გრძელდება - ბოლო ცნობები ევროპის მოედნიდან

კიევში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, სააკაშვილის მომხრეებიც დაშავდნენ, - აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დაპირისპირების დროს დაშავებულია რამდენიმე სამართალდამცველი.

კიევის ცენტრში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. მხარდამჭერები სამართალდამცველებს არ აძლევენ საშუალებას, რომ ის მიკროავტუბუსი წაიყვანონ, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. მომხარეებმა მიკროავტუბუსს საბურავებიც დაუშვეს.

დაპირისპირება ევროპის მოედანთან ხდება. როგორც უკრაინული მედია იუწყება, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ასევე მობილიზებულია დამატებითი დანაყოფები.

აქტივისტები იმ მანქანასთან მიახლოვებას ცდილობენ, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.

ადგილზე ასევე იმყოფებიან რადას დეპუტატები.

მიხეილ საკაშვილი დღეს დილით დააკავეს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"