სააკაშვილს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა

სააკაშვილს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა

საქართვეელოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, რადგან ის თავს შეუძლოდ გრძნობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სააკაშვილთან ამჟამად ექიმები იმყოფებიან და მას სამედიცინო დახმარებას უწევენ.

როგორც სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა განაცხადა, დაკავების შემდეგ სააკაშვილს მაღალი არტერიული წნევა აღენიშნება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახლთან კიევში, მის მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. დაპირისპირების შედეგად, დაშავდნენ სააკაშვილის მომხრეები და ასევე რამდენიმე სამართალდამცელი.

მხარდამჭერები სამართალდამცველებს არ აძლევენ საშუალებას, რომ ის მიკროავტუბუსი წაიყვანონ, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. მომხარეებმა მიკროავტუბუსს საბურავებიც დაუშვეს.

მიხეილ საკაშვილი დღეს დილით დააკავეს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"