უკრაინის გენპროკურორი - მიხეილ სააკაშვილის აქციების მიზანი უკრაინაში ხელისუფლების დამხობა იყო

უკრაინის გენპროკურორი - მიხეილ სააკაშვილის აქციების მიზანი უკრაინაში ხელისუფლების დამხობა იყო

მიხეილ სააკაშვილის აქციების მიზანი უკრაინაში ხელისუფლების დამხობა იყო, - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გუნდის დაფინანსებას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენლები ახორციელებდნენ. კერძოდ, მან დაასახელა გაქცეული ოლიგარქი, სერგეი კუჩენკო.

როგორც ლუცენკომ განაცხადა, აღნიშნული მიზნებისათვის მიხეილ სააკაშვილის გარემოცვამ დაახლოებით 500 ათასი აშშ დოლარი მიიღო.

უკრაინის პარლამენტში პრეზიდენტის წარმომადგენლის ირინა ლუცენკოს განცხადებით კი, პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებულ სიტუაციაში არ ერევა.

"აღნიშნულ სიტუაციაში პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სრულიად ეყრდნობა ძალოვნების ქმედებებსა და დასკვნებს", - განაცხადა ირინა ლუცენკომ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკა უკრაინის გენერალური პროკურატურისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"