"მიშა, გამაგრდი!" - ხატია ბუნიათიშვილი მიხეილ სააკაშვილს "ფეისბუქიდან" ამხნევებს

"მიშა, გამაგრდი!" - ხატია ბუნიათიშვილი მიხეილ სააკაშვილს "ფეისბუქიდან" ამხნევებს

პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ყოფილ გუბერნატორს "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან ამხნევებს.

ბუნიათიშვილი სააკაშვილის დაკავების ამსახველ ფოტოსა და ორენოვან ტექსტს აქვეყნებს, რომელშიც პოლიტიკოსს მიმართავს: "Stay strong, Misha! You have to win because you are right! (მიშა შენ უნდა გაიმარჯვო, რადგან შენ მართალი ხარ) მიშა, გამაგრდი! ყველაფერი კარგად იქნება! სამართალი გაიმარჯვებს!" - წერს პიანისტი ფეისბუქის პირად გვერდზე.

სააკაშვილი დღეს კიევში საკუთარ სახლში დააკავეს. ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარი სახლიდან გამოიყვანა. სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით წარმოებაში არსებულ საქმეზე. აღნიშნული მუხლი 3-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ეხება დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს