სააკაშვილის მხარდამჭერები პოლიციელებს ქვებსა და ბოთლებს ესვრიან - ვითარება კიევის ცენტრში და უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა

სააკაშვილის მხარდამჭერები პოლიციელებს ქვებსა და ბოთლებს ესვრიან - ვითარება კიევის ცენტრში და უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა

კიევის ცენტრში, ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა ქვაფენილების აყრა და ბარიკადების მოწყობა დაიწყეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სააკაშვილის მხარდამჭერები პოლიციელებს ქვებსა და ბოთლებს ესვრიან.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა პოლიციელების ერთ-ერთი კოლონა გაარღვიეს, რის შედეგადაც ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

ამ დრომდე მიკროავტობუსი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, კვლავ ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზეა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ სამართალდამცველებსა და სააკაშვილის მომხრეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, რის შედეგაც ორივე მხარეს არიან დაშავებულები.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში დღეს დილით დააკავეს. მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმმა იმ სახლში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობდა, ჩხრეკა ჩაატარა. დაკავებამდე სააკაშვილმა მის სახლთან შეკრებილ მხარდამჭერებს შენობის სახურავიდან მიმართა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით წარმოებაში არსებულ საქმეზე.

აღნიშნული მუხლი ეხება დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას. აღნიშნული მუხლი სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ კი განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის აქციების მიზანი უკრაინაში ხელისუფლების დამხობა იყო.

უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობას მოითხოვს. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.

„საუბარი არ მიდის დეპორტაციაზე ან ექსტრადიციაზე. ხვალ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობას მოითხოვს“, - განაცხადა ლუცენკომ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში დღეს დილით დააკავეს. მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმმა იმ სახლში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობდა, ჩხრეკა ჩაატარა. დაკავებამდე სააკაშვილმა მის სახლთან შეკრებილ მხარდამჭერებს შენობის სახურავიდან მიმართა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით წარმოებაში არსებულ საქმეზე.

აღნიშნული მუხლი ეხება დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას. აღნიშნული მუხლი სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ კი განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის აქციების მიზანი უკრაინაში ხელისუფლების დამხობა იყო.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"