მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებმა გაათავისუფლეს

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებმა გაათავისუფლეს

მიხეილ სააკაშვილი მისმა მხარდამჭერებმა გაათავისუფლეს, მათ საქართველოს ექსპრეზიდენტი სამართალდამცველების მანქანიდან გადმოიყვანეს. 

სააკაშვილი, ამ წუთებში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოდის. ცოტა ხნის წინ, ვიდრე ოდესის ყოფილი გუბერნატორი ჯერ კიდევ სამართალდამცველების მიკროავტობუსში იმყოფებოდა, მას სასწრაფო სამედიცინო სამსახურის დახმარება დასჭირდა. ადვოკატის თქმით, დაკავებულ პოლიტიკოსს მაღალი არტერიული წნევა ჰქონდა.

იხილეთ კადრები: მხარდამჭერებმა სააკაშვილი გაათავისუფლეს

სააკაშვილი სამართალდამცველებმა დღეს დილით დააკავეს, თუმცა მისი გაყვანა სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ვერ შეძლეს, რადგან ტერიტორია მის მხარდამჭერებს ჰქონდათ ბლოკირებული.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"