როზა ოტუნბაევა რუსეთს სამშვიდობო ძალების ყირგიზეთში შეყვანას სთხოვს

როზა ოტუნბაევა რუსეთს სამშვიდობო ძალების ყირგიზეთში შეყვანას სთხოვს

ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ როზა ოტუნბაევას ხელმძღვანელობით 12 ივნისს რუსეთს თხოვნით მიმართა, რათა მან ქვეყანაში სამშვიდობო ძალების შეყვანით მშვიდობა დაამყაროს.

"გუშინდელი საღამოდან მოყოლებული, მდგომარეობა ქვეყანაში საგანგაშოა და სასწრაფოდ გვჭირდება გარეშე სამხედრო ძალის დახმარება, რათა სიტუაციის ნორმალიზება შევძლოთ. სწორედ ამ მიზნით მივმართეთ რუსეთს", - განაცხადა ოტუნბაევამ.

ჯერჯერობით უცნობია, ყირგიზეთში სამშვიდობო ძალების შეყვანა რა ფორმატით იგეგმება.

ამ ინფორმაციას წინ უსწრებდა დროებითი მთავრობის წარმომადგენლის, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადება, რომლის თანახმად, "შეზღუდული ადამიანური რესურსების გამო, ყირგიზეთის ხელისუფლება ვერ ახერხებს ქალაქ ოშის გაკონტროლებას".   

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

yirgizeTi ruseTs samSvidoboebis gamogzavnas sTxovs

yirgizeTis droebiTma mTavrobam roza otunbaevas xelmZRvanelobiT 12 ivniss ruseTs mimarTa TxovniT, raTa man qveyanaSi samSvidobo Zalebis SeyvaniT uzrunvelyos mSvidoba.

"guSindeli saRamodan moyolebuli, mdgomareoba qveyanaSi sagangaSoa da saswrafod gvWirdeba gareSe samxedro Zalis daxmareba, raTa situaciis normalizeba SevZloT. swored am mizniT mivmarTeT ruseTs", - ganacxada otunbaevam.

jer-jerobiT ucnobia, romeli formatis samSvidobo Zalebzea saubari.

am informacias win uswrebda droebiTi mTavrobis warmomadgenlis, finansTa ministris movaleobis Semsruleblis gancxadeba, romlis Tanaxmad "SezRuduli resursebis, maT Soris adamianuri resursebis gamo, yirgizeTis xelisufleba ver axerxebs qalaq oSis gakontrolebas.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა