უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს აშშ ეხმაურება

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს აშშ ეხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ძალადობისგან. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინაში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ჩვენ მხარეებს მოვუწოდებთ განმუხტონ დაძაბულობა და თავი შეიკავონ ძალადობისგან. ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და მოველით, რომ გამოძიება ოპერატიულად იქნება ჩატარებული უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად", - ნათქვამია უკრაინაში აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს. ის მიკროავტობუსში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაყვანას ცდილობდნენ, თუმცა ამის შესაძლებლობა მისმა მომხრეებმა არ მისცეს. სამართალდამცავებსა და სააკაშვილის მომხრეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

მოგვიანებით, კიევში, ევროპის მოედანზე შეკრებილმა ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლეს.

ამის შემდეგ სააკაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად რადასთან გადაინაცვლა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"