ორი ქართველი ჟურნალისტი უკრაინაში არ შეუშვეს

ორი ქართველი ჟურნალისტი უკრაინაში არ შეუშვეს

რამდენიმე ქართველი ჟურნალისტი უკრაინაში არ შეუშვეს. "TV პირველის" ჟურნალისტს ვახო სანაიასა და "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტ თამარ ნუცუბიძეს "ბორისპოლის" აეროპორტში უკრაინის საზღვრის გადაკვეთაზე უარი უთხრეს.

როგორც ვახო სანაიამ "TV პირველის" პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს განაცხადა, ის აეროპორტში უკრაინელმა მესაზღვრეებმა 45 წუთი შეაყოვნეს, შემდეგ კი უთხრეს, რომ უკრაინაში მისი შესვლის მიზეზი დაუსაბუთებელი იყო.

"ორი საათის წინ ჩამოვედი ბორისპოლის აეროპორტში, მაგრამ მომიწევს საქართველოში დაბრუნება. საზღვარზე პასპორტის კონტროლის დროს შემაყოვნეს, შემდეგ კი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გადაწყვიტეს, რომ არ შევეშვი ქვეყანაში. მათ შაბლონური პასუხი გვითხრეს, რომ ჩვენი ქვეყანაში შესვლის მიზანი არის დაუსაბუთებელი. არადა მიზანი არის ძალიან ნათელი - მივდიოდით ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის შესასრულებლად. ასევე, ადგილზე გვხვდებოდა ჩვენი უკრაინელი კოლეგა, რომელთან ერთადაც უნდა მემუშავა", - განაცხადა ვახო სანაიამ.

თამარ ნუცუბიძის ინფორმაციით კი, მესაზღვრემ როგორც კი შეამოწმა მისი პასპორტი, სთხოვა გვერდზე მოეცადა, 3-საათიანი ლოდინის შემდეგ კი უთხრეს, რომ მას უკრაინაში არ შეუშვებდნენ. ქართველი ჟურნალისტები უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენების გასაშუქებლად მიდიოდნენ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"