შტურმი სააკაშვილის კარვების ქალაქზე - არიან დაშავებულები

შტურმი სააკაშვილის კარვების ქალაქზე - არიან დაშავებულები

უკრაინელმა სამართალდამცველებმა გამთენიისას მიხეილ სააკაშვილის კარვების ქალაქზე შტურმი განახორციელეს.  მედიის ინფორმაციით, სააკაშვილის მომხრეებს შორის არიან დაშავებულები. შტურმი უკრაინის დროით დაახლოებით 06:00 საათზე დაიწყო.

სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მედიის ინფორმაციით, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა რამდენჯერმა სცადა. ამ დროისთვის რადას შენობასთან სიმშვიდეა.

იხილეთ ვიდეო: წუხელ უკრაინის სპეცრაზმმა სააკაშვილის კარვების ქალაქზე შტურმი განახორციელა

აქციის მონაწილეები ადგილზე საბურავებისგან ბარიკადებს აგებენ.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სამართალდამცავ უწყებაში დაკითხვაზეა დაბარებული. მისთვის მიცემული 24-საათიანი ვადა, დღეს დილით იწურება.

იხილეთ ვიდეო: კიევში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია - გამთენიისას სპეცრაზმმა კარვების ქალაქის დაშლა სცად

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"