"მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, განმუხტოს ვითარება - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სააკაშვილის საქმეზე

"მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, განმუხტოს ვითარება - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სააკაშვილის საქმეზე

მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, განმუხტოს ვითარება, - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰედერ ნაუერტმა გამართულ ბრიფინზე "ამერიკის ხმის" შეკითხვას, თუ როგორ აღიქვამს კიევში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და აქვს თუ არა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს შესაძლო პოლიტიკური მოტივაცია.

"თვალს ვადევნებთ იმას, რაც კიევში მოხდა. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს უკრაინის მთავრობასთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ აბსოლუტურად ყველაფერში ვეთანხმებით. მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, განმუხტოს ვითარება. ვნახეთ, რა ხდებოდა ქუჩაში და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილოს ძალადობა, მისდიოს კანონის უზენაესობას და საერთაშორისო ვალდებულებებს. საქმის დეტალებს ვერ განვიხილავთ. ამაზე შეგიძლიათ უკრაინის მთავრობას ესაუბროთ. მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, პატივი სცეს კანონის უზენაესობას. ეს სხვა მთავრობებისთვისაც ბევრჯერ გვითქვამს, როდესაც ვინმეს აკავებდნენ. [დაკავებისას] აუცილებელია, პროცესი შეესაბამებოდეს ქვეყნის კანონსა და დებულებებს და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ვალდებულებებს", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰედერ ნაუერტმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"