"თუ ვინ­მეს ჩე­მი წა­მე­ბა სურს, ნი­ნო ჩხე­ი­ძის სიმ­ღე­რე­ბი ჩა­მირ­თოს" - გაიცანით ელ­მავ­ლის 28 წლის მე­მან­ქა­ნე, რომელსაც სახლში საკუთარი "რკინიგზა" აქვს

"თუ ვინ­მეს ჩე­მი წა­მე­ბა სურს, ნი­ნო ჩხე­ი­ძის სიმ­ღე­რე­ბი ჩა­მირ­თოს" -  გაიცანით ელ­მავ­ლის 28 წლის მე­მან­ქა­ნე, რომელსაც სახლში საკუთარი "რკინიგზა" აქვს

28 წლის ჯო­ნი თა­ვარ­თ­ქი­ლა­ძე 3 წლი­დან ელ­მავ­ლის მე­მან­ქა­ნე­ო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. უკ­ვე 5 წე­ლია, რაც სა­ოც­ნე­ბო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობს - თბი­ლი­სის მა­ხა­რის­ხე­ბელ სა­ლო­კო­მო­ტი­ვო სამ­მარ­თ­ვე­ლო­ში, ელ­მავ­ლის მე­მან­ქა­ნის თა­ნა­შემ­წე გახ­ლავთ. მი­იჩ­ნევს, რომ მე­მან­ქა­ნე დინ­ჯი უნ­და იყოს. მას არა­ნაკ­ლე­ბი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა აკის­რია, ვიდ­რე პი­ლოტ­სა თუ გე­მის კა­პი­ტანს. სამ­სა­ხურ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლით და­დის. ამ­ბობს, რომ ელ­მავ­ლის მე­მან­ქა­ნე­ო­ბას­თან შე­და­რე­ბით, ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თ­ვა მზე­სუმ­ზი­რის ჭა­მა­სა­ვით იოლია. ჯო­ნის შინ სა­ქარ­თ­ვე­ლოს რკი­ნიგ­ზის მა­კე­ტი აქვს, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ, სა­კუ­თა­რი ხე­ლით შექ­მ­ნა. გაგ­ვიმ­ხი­ლა, რომ "სახ­ლის რკი­ნიგ­ზა­ში" 100.000 დო­ლარს სთა­ვა­ზობ­დ­ნენ, მაგ­რამ თა­ვის ნა­მუ­შე­ვარს ვერ შე­ე­ლია...

- ჩემ­თ­ვის რკი­ნიგ­ზა ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია. 3 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა მა­მა­ჩე­მის მან­ქა­ნი­დან სად­გურ "ზეს­ტა­ფონ­ში" ელ­მა­ვა­ლი პირ­ვე­ლად და­ვი­ნა­ხე. ელ­მა­ვალ­მა ჩემ­ზე ისე­თი ძლი­ე­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, რომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, ახ­ლოს მივ­სუ­ლი­ყა­ვი და მე­ნა­ხა. მან­ქა­ნი­დან ჩუ­მად გა­ვი­პა­რე. ელ­მა­ვა­ლი ისე მო­მე­წო­ნა, რომ ვთქვი, - მა­ტა­რებ­ლის "მძღო­ლი" უნ­და გა­მო­ვი­დე-მეთ­ქი.

- თქვე­ნი ოც­ნე­ბა რო­გორ აიხ­დი­ნეთ?

- რო­ცა შორ გზა­ზე მივ­დი­ო­დით, მშობ­ლებს ყო­ველ­თ­ვის ვეხ­ვე­წე­ბო­დი, - ავ­ტო­ბუ­სი, თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი თუ მანქანა არ გვინ­და, მა­ტა­რებ­ლით წა­ვი­დეთ-მეთ­ქი. ბავ­შ­ვო­ბა­ში ვოც­ნე­ბობ­დი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს რკი­ნიგ­ზის ას­ლი შე­მექ­მ­ნა. 13 წლი­სა თბი­ლის­ში, ვარ­კე­თილ­ში ვცხოვ­რობ­დი, სა­დაც ძვე­ლი, გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზო­რი ვი­პო­ვე, რო­მელ­საც ეკ­რა­ნის გარ­შე­მო ლი­თო­ნის ლენ­ტი ჰქონ­და დახ­ვე­უ­ლი. ეს ლი­თო­ნის ლენ­ტი ისე და­ვა­მუ­შა­ვე, რომ რელ­სის ფორ­მა მი­ე­ღო, ხის­გან შპა­ლე­ბი (რა­საც ლი­ან­და­გის ქვეშ აგე­ბენ) გა­მოვ­თა­ლე და პა­ტა­რა ლურ­ს­მ­ნე­ბით და­ვა­მაგ­რე. ასე შევ­ქ­მე­ნი ლი­ან­და­გი. პირ­ვე­ლი ლი­ან­და­გი თბი­ლის­ში "გა­ვიყ­ვა­ნე", სა­დაც ვცხოვ­რობ­დი. ზედ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სა­თა­მა­შო მა­ტა­რე­ბე­ლი დამ­ყავ­და... შემ­დეგ უკ­ვე თბი­ლის­ში ბი­ნე­ბი გავ­ყი­დეთ და საცხოვ­რებ­ლად პა­ტარ­ძე­ულ­ში გა­და­ვე­დით (ახ­ლაც იქ ვცხოვ­რობ - სამ­სა­ხურ­ში პა­ტარ­ძე­უ­ლი­დან დავ­დი­ვარ). "ჩე­მი რკი­ნიგ­ზა" (სა­ქარ­თ­ვე­ლოს რკი­ნიგ­ზის მა­კე­ტი) ფარ­თო მას­შ­ტა­ბის იქ გავ­ხა­დე: 35 კვ/მ ოთახ­ში შევ­ქ­მე­ნი. სა­თა­მა­შო მა­ტა­რებ­ლებს აღარ ვი­ყე­ნებ­დი. ელ­მა­ვა­ლიც თა­ვად შევ­ქ­მე­ნი (ე­ლექ­ტ­რო­ფი­ცი­რე­ბუ­ლი), რო­მელ­საც თავ­და­პირ­ვე­ლად, 110 ვოლ­ტ­ზე ვა­მუ­შა­ვებ­დი. შემ­დეგ დავ­ხ­ვე­წე, უკე­თე­სე­ბი გა­ვა­კე­თე... დღეს­დღე­ო­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს რკი­ნიგ­ზის ანა­ლო­გი მაქვს, მოქ­მე­დი ლო­კო­მო­ტი­ვე­ბით, ვა­გო­ნე­ბით ანუ რაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­ზეა, ჩემ­თა­ნაც იმა­ვე­ნა­ი­რა­დაა თით­ქ­მის ყვე­ლა­ფე­რი... სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, ჩე­მი "სახ­ლის რკი­ნიგ­ზა" უკ­ვე შექ­მ­ნი­ლი მქონ­და. რკი­ნიგ­ზის ინ­ს­ტი­ტუტ­ში ჩა­ვა­ბა­რე. პრო­ფე­სი­ით კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ. გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი უმუ­შე­ვა­რი ვი­ყა­ვი - მა­შინ რკი­ნიგ­ზა­ში სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი არ იყო, სამ­სა­ხურ­ში არა­ვინ მი­ღებ­და. მან­ქა­ნი­დან თუ და­ვი­ნა­ხავ­დი, მა­ტა­რე­ბე­ლი მი­დი­ო­და, ცრემ­ლე­ბი მდი­ო­და - ელ­მა­ვალ­ში ყოფ­ნა მინ­დო­და... მა­კე­ტის სა­ნა­ხა­ვად ჩემ­თან ბევ­რი სტუ­მა­რი მო­დი­ო­და. ახ­ლაც მსტუმ­რო­ბენ ხოლ­მე. ერ­თხელ ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იყ­ვ­ნენ. ერთ-ერ­თ­მა ქარ­თ­ველ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა (მის ვი­ნა­ო­ბას შეგ­ნე­ბუ­ლად არ და­ვა­სა­ხე­ლებ) 100.000 დო­ლა­რიც კი შე­მომ­თა­ვა­ზა, მაგ­რამ არ დავ­თან­ხ­მ­დი - ჩე­მი ნაშ­რო­მი ჩემ­თან, სახ­ლ­ში უნ­და იყოს.

- ახა­ლი რომ გა­ა­კე­თოთ?

- სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბას მარ­თ­მევ­და. ასეც რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მა­ინც არ გავ­ყიდ­დი, რად­გან "ჩე­მი რკი­ნიგ­ზის" შექ­მ­ნა ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის ის­ტო­რი­ას უკავ­შირ­დე­ბა, სამ­სა­ხუ­რიც მან და­მაწყე­ბი­ნა: მა­კე­ტის გა­მო, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა გა­და­მი­ღეს. ერთ-ერ­თი გა­და­ცე­მის ეთერ­ში გას­ვ­ლის შემ­დეგ, რკი­ნიგ­ზის სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვე­ბის უფ­როს­მა - ბა­ტონ­მა და­ვით ჯინ­ჯო­რი­ამ რკი­ნიგ­ზა­ში მუ­შა­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა, რა­ზეც უყოყ­მა­ნოდ დავ­თან­ხ­მ­დი, რად­გან ეს ჩე­მი ოც­ნე­ბა იყო. თავ­და­პირ­ვე­ლად, გურ­ჯა­ა­ნის სა­ლო­კო­მო­ტი­ვო დე­პო­ში ზე­ინ­კ­ლად მუ­შა­ო­ბის სხვა­დას­ხ­ვა ეტა­პი გა­ვი­ა­რე და ბო­ლოს ბა­ტო­ნი ბე­ჟან გუ­ჯა­ბი­ძის (ვინც ჩე­მი უფ­რო­სი­ა) რე­კო­მენ­და­ცი­ით, ჩემს სა­ოც­ნე­ბო ად­გილ­ზე სა­მუ­შა­ოდ გად­მო­ვე­დი.

- ელ­მავ­ლის მე­მან­ქა­ნეს რა პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი უნ­და ჰქონ­დეს?

- ყუ­რადღე­ბი­ა­ნი, ფხი­ზე­ლი, მოძ­რა­ო­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის მცოდ­ნე უნ­და იყოს. სა­სურ­ვე­ლია, ლო­კო­მო­ტი­ვი­სა და მოძ­რა­ვი შე­მად­გენ­ლო­ბის აგე­ბუ­ლე­ბი­სა და მე­ქა­ნიზ­მის ცოდ­ნაც. რა თქმა უნ­და, რკი­ნიგ­ზის სფე­რო­ში გა­ნათ­ლე­ბა უნ­და ჰქონ­დეს. მა­ტა­რებ­ლის მარ­თ­ვი­სას ურ­თი­ერ­თ­რეგ­ლა­მენ­ტის დაც­ვა და შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი, გა­აზ­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბა გვე­ვა­ლე­ბა. აგ­რეთ­ვე, ჩვენს საქ­მე­ში, ექ­ს­ტ­რე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ფხი­ზე­ლი და ჯან­მ­რ­თე­ლი გო­ნე­ბით უნ­და მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. მძი­ნა­რა ადა­მი­ა­ნი მე­მან­ქა­ნის თა­ნა­შემ­წედ ვერ იმუ­შა­ვებს... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ