"ევროკოპტერისა" და საქართველოს თანამშრომლობა "სუპერ პუმას" შეძენის თაობაზე, შესაძლოა არ შედგეს, რისი მიზეზიც ამ კომპანიის წინააღმდეგ რუსეთის სანქციები იქნება. ამის შესახებ მსოფლიოში იარაღით ვაჭრობის რუსეთის ცენტრის ხელმძღვანელმა იგორ კოროტჩენკომ განაცხადა.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში გამოიცა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს საქართველოსთვის სამხედრო პროდუქციის მომწოდებელი კომპანიებისა და ქვეყნების წინააღმდეგ.
"ევროკოპტერმა" უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ ნაბიჯით ის დაღუპავს საკუთარ ბიზნესს რუსეთში, სადაც კომპანია რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ჩვენთვის მისაღებია, რომ საქართველომ ვერტმფრენ "სუპერ პუმას" სამოქალაქო ვარიანტი მიიღოს, რომლის მოდიფიცირებასა და სამხედრო დანიშნულებით გამოყენებას ვერ შეძლებს", - განაცხადა კოროტჩენკომ.
ფრანგული კომპანიის წარმომადგენლებს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. უცნობია საქართველოსა და "ევროკოპტერს" შორის სავაჭრო კონტრაქტის გაფორმების ვადაც, რომელიც, სავარაუდოდ, 30 მილიონი დოლარით განისაზღვრება.
მომზადებულია newsgeorgia.ru-ის მიხედვით.