კიმ ჩენ ინმა ტყავის ფეხსაცმელებით და გრძელი ლაბადით მწვერვალი დაიპყრო

კიმ ჩენ ინმა ტყავის ფეხსაცმელებით და გრძელი ლაბადით მწვერვალი დაიპყრო

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მთამსვლელებთან ერთად 2.744 მეტრი სიმაღლის მთაზე აცოცდა, ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

თუმცა, ძალიან უცნაურია, რომ დიქტატორს მწვერვალის დაპყრობისას შავი ტყავის ფეხსაცმელი, გრძელი ლაბადა ეცვა და ბეწვის ქუდი ეხურა, რომლითაც, ცხადია, მთაზე ცოცვა შეუძლებელია. ამასთან, კიმ ჩენ ინს არ ჰქონია თან სპეციალური ეკიპირება.

ჩრდილოკორეელი ჟურნალისტების ცნობით, მთა პიქტუზე ასასვლელი გზა საკმაოდ რთული იყო და ძლიერად თოვდა.

კიმ ჩენ ინის გადაწყვეტილებით, მთაზე დაიდგმება მონუმენტი, აშენდება სასტუმრო და გზად რამდენიმე შესასვენებელი ადგილი მოეწყობა.

პიქტუს მთას საკრარული როლი აქვს კორეულ ფოლკლორში. კიმ ჩენ ინის თქმით, მწვერვალზე ხშირად ასულა, თუმცა პირველი შემთხვევაა, როცა მთაზე ასვლა ზამთარში გადაწყვიტა.

წყარო independent.co.uk

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"