"ისლამური სახელმწიფო" სრულიად განადგურებულია!"-ერაყი გამარჯვებას ზეიმობს

"ისლამური სახელმწიფო" სრულიად განადგურებულია!"-ერაყი გამარჯვებას ზეიმობს

ერაყი "ისლამური სახელმწიფოსგან" სრულიად გათავისუფლდა, "ინდეფენდენთის" ინფორმაციით, ამის შესახებ ერაყის შეიარაღებული ძალების განცხადებაშია ნათქვამი.

ჯიჰადისტებთან ბრძოლა მოგებულად ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმაც გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა ძალებმა ერაყი-სირიის საზღვარზე კონტროლი სრულად დაამყარეს, ექსტრემისტები მალევე განადგურდნენ. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა კი, რომლებმაც ცოცხლად გადარჩენა მოახერხეს, ქვეყნის ტერიტორიიდან გაიქცნენ.

უკვე სამ წელზე მეტია, ერაყის შეიარაღებული ძალები საერთაშორისო კოალიციასთან ერთად ებრძვის "ისლამურ სახელმწიფოს".

მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"