2018 წელს რუსეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კრემლი ბევრ ღირსეულ კანდიდატს ხედავს, მაგრამ ისინი ქვეყნის მოქმედ ლიდერ ვლადიმერ პუტინს კონკურენციას ვერ გაუწევენ. ამის შესახებ ტელეარხ „როსია 24“-ს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენ ბევრ ღირსეულ ადამიანს ვხედავთ, მაგრამ ვერ ვხედავთ კონკურენტებს. ჩემი აზრით, პუტინთან კონკურენციისგან ისინი ძალიან შორს არიან“, - განაცხადა პესკოვმა.
დღეს ვლადიმერ პუტინი საკუთარი მესამე საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში ბოლო ტრადიციულ პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციის გასაშუქებლად აკრედიტაცია რეკორდულად ბევრმა - 1600-ზე მეტმა ჟურნალისტმა გაიარა.