სოფო ტოროშელიძე თავის დროზე ნათია თოდუას "დაწუნების" გამო კრიტიკას "ფეისბუქით" პასუხობს

სოფო ტოროშელიძე თავის დროზე ნათია თოდუას "დაწუნების" გამო კრიტიკას "ფეისბუქით" პასუხობს

21 წლის მომღერალი ნათია თოდუა გერმანული "ახალი ხმის" გამარჯვებული გახდა. ქართველმა გოგონამ, რომელიც ორი თვეა რეიტინგული შოუს მონაწილეა, მაყურებელთა ხმების 50% მოიპოვა. მეორე ადგილზე გასულმა კონკურსანტმა ხმების 25% მიიღო.

იხილეთ ვიდეო: როგორ შეაფასეს წლების წინ "X ფაქტორში" ნათია თოდუა

ნათია თოდუამ გერმანულ "ახალ ხმაში" გამოჩენამდე გრძელი გზა გაიარა - ჯერ საკუთარი ძალები ქართულ "იქს ფაქტორში" მოსინჯა 2014 წელს, თუმცა არ გაუმართლა - მან შოუს ფინალამდე ვერ მიაღწია. აღსანიშნავია, რომ არც კონკურსის ჟიურის წევრების დამოკიდებულება იყო მის მიმართ ერთგვაროვანი: ქართული "იქს ფაქტორის" 4 წევრიდან სამმა - გიორგი გაბუნიამ, სტეფანე მღებრიშვილმა და თამთა გოდუაძემ მის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალეს და მეორე ტურში უყოყმანოდ გადაიყვანეს, თუმცა ჟიურის მეოთხე წევრმა - მომღერალმა და პროდიუსერმა სოფო ტოროშელიძემ მას "ხელოვნური" უწოდა:

"ჩემთვის ეს იყო ცოტა ხელოვნური, მე ვერ დავიჯერე... სტეფანეს მონდომება, რომ როგორმე გადამარწმუნოს, ვერ იმოქმედებს და მე ვიტყვი არას!", - განაცხადა მაშინ სოფო ტოროშელიძემ.

გერმანულ შოუში ნათიას გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებენ ვიდეოს, სადაც სოფო ტოროშელიძე გოგონას უარყოფითად აფასებს. პროდუსერი კრიტიკოსებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე პასუხობს:

"ვულოცავ პირველ რიგში ნათია თოდუას ამ უდიდეს წარმატებას და შემდეგ მთელ საქართველოს! ეს არ არის პატარა საქმე ქვეყნისთვის!!! ნამდვილად საამაყოა თითოეული ჩვენგანისთვის მისი ამხელა წარმატება! რაც შეეხება ჩემს არას, რომელიც მან მიიღო თავის დროზე იქს-ფაქტორში ფაქტია, არც მაშინ იყო გადამწყვეტი და ფაქტია, რომ არც ცხოვრებაში გახდა გადამწყვეტი!!! ასე რომ, ვულოცავ მთელი გულით ყველას!!!", - წერს სოფო ტოროშელიძე.

იხილეთ ასევე: ნათია თოდუას გზა წარმატებისკენ - როგორ შეაფასეს 3 წლის წინ ქართულ "იქს ფაქტორში" მომღერალი, რომელმაც გერმანული Voice მოიგო

"ჩემზე შურისძიებას ცდილობენ, ბავშვების დარდი არ აქვთ" - რას წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი მას შემდეგ, რაც მერიამ რუსთაველის გამზირიდან მისი კარავი აიღო

5 ამბავი, რომელსაც "ფეისბუქზე" 2019 წელს ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"მცდელობა ამ საქმეში ექსკლუზიური წვლილის შეტანის უხერხულია, პატივი ვცეთ ვაჟა ექიმს!" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" გაფრინდაშვილის გათავისუფლებას