როგორ ცხოვრობენ ბავშვები დიქტატურაში - "ეს ჯოჯოხეთის ჩრდილოკორეული ვერსიაა"

როგორ ცხოვრობენ ბავშვები დიქტატურაში - "ეს ჯოჯოხეთის ჩრდილოკორეული ვერსიაა"

კიმ ჩენ ინის დიქტატურის პირობებში ბავშვებს სხვა ქვეყნების თანატოლებისგან სრულიად განსხვავებული ცხოვრება აქვთ. იმის გამო, რომ ქვეყანაში უამრავი პატიმარია, ბავშვების დიდი ნაწილი მშობლებთან ერთად ცხოვრობს ციხეებში, გამოსასწორებელ კოლონიებში.

მცირე ასაკის მიუხედავად, ბავშვებს სკოლებშიც კი უხდებათ მძიმე ფიზიკური სამუშაოების შესრულება, ამასთან, ისინი ვალდებულები არიან, დაესწრონ დამნაშავეების სიკვდილით საჯაროდ დასჯას.

ორგანიზაციის Human Rights Watch აზიის წარმომადგენლობის ხელმძვანელი ფილ რობერტსონი ჩრდილო კორეელი ბავშვების შესახებ შოკისმომგვრელ ამბებს ჰყვება. იმ ოჯახების შვილები, ვისაც ხელისუფლება მტრად განიხილავს, წლებს მშობლებთან ერთად ბანაკებში ატარებენ. რობერტსონის თქმით, ბანაკებში ჯოჯოხეთური სისასტიკეა.

"თუ მიიჩნევენ, რომ ოჯახების "გამოსწორება" შეუძლებელია, ბანაკებში მათ აწამებენ, აშიმშილებენ და სიკვდილამდე ამუშავებენ. ასეთი ოჯახები ბანაკებში მთელ ცხოვრებას ატარებენ.

ფიზიკურად აწამებენ ბავშვებსაც, განათლებას მათ, ფაქტობრივად, არ აძლევენ. აიძულებენ, იმუშაონ საშიშ პირობებში, ეს კი ხშირად ბავშვების გარდაცვალებით სრულდება.

გოგონებს, მიაღწევენ თუ არა სქესობრივ მომწიფებას, სხვა პატიმრები აუპატიურებენ. თუ ვინმე გაქცევას ცდის, ან საჯაროდ სიკვდილით დასჯა, ანდა - წამება ემუქრება.

ეს ბანაკები არის ჯოჯოხეთის ჩრილოკორეული ვერსია და არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის ასაკს, ყველას ერთნაირად არაადამიანურად ეპყრობიან,"-ამბობს რობერტსონი.

ის ბავშვები კი, რომლებსაც "გაუმართლათ" და ციხეში არ ატარებენ ცხოვრებას, იძულებულები არიან, მძიმე ფიზიკური სამუშაოები შეასრულონ. მათ ხშირად უხდებათ დიდი ზომის ქვების გადაზიდვა, მარცვლეულის მოსავლის აღება, ხეების მოჭრა... მსგავს დავალებებს ბავშვები სკოლისგან იღებენ.

ბავშვებზე ძალადობენ ოჯახებშიც.

"ამ ყველაფერს დაუმატეთ საკვების არქონა, საშინელი გაჭირვება, ზამთრის პირობებში სახლებში ხშირად გათბობა არ აქვთ. მარტივად გასაგებია, რომ ჩრდილოეთ კორეაში ბავშვებს ძალიან რთული ცხოვრება აქვთ," - აღნიშნავს რობერტსონი.

წყარო express.co.uk

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"