"ფორბსმა" იმ მსახიობების სია გამოაქვეყნა რომლებსაც კონოსტუდიებისთვის ყველაზე მეტი შემოსავალი მოაქვთ.
გამოცემამ დაიანგარიშა, რომ 2017 წლის განმავლობაში, ჯერემი რენერში გადახდილ თითო დოლარში კინოსტუდიებმა 93,80 დოლარი ამოიღეს. ის აღნიშნულ პერიოდში გადაიღეს ისეთ ბლოკბასტერებში, როგორებიცაა "კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი" და "შეუსრულებელი მისია", ასევე ფილმში "ჩამოსვლა".
მიმდინარე წლის ყველაზე მომგებიანი ჰოლივუდის ვარსკვლავების რეიტინგში გამოცემამ იმ ფილმების სალარო შემოსავლები შეისწავლა, რომელშიც ისინი გადაიღეს და რეიტინგიც ასე შეადგინა. ჩამონათვალში მოხვდნენ ფილმები, რომლებიც 2017 წლის პირველ ივლისამდეა გამოსული. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი შემოსავლის მომტანი მსახიობების ხუთეულში სამი ქალი მსახიობია, მათ შორის არის ემა უოტსონი, რომელმაც მასში გადახდილ თითო დოლარში 70,70 დოლარის მოგება მოიტანა. ყოფილი "ჰარი პოტერის" ფილმების ვარსკვლავი გოგონა წელს ტრიუმფალურად დაბრუნდა დიდ ეკრანზე დისნეის ახალ ფილმში "ურჩხული და მზეთუნახავი", რომელმაც მსოლფიოს მასშტაბით 1,26 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.